საბავშვო ბაღებში გეგმური სანიტარულ-ჰიგიენური მონიტორინგის მეორე ეტაპი დაიწყო. ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით სანიტარულ-ტექნიკურ მდგომარეობაზე ამ დროისთვის 9 მუნიციპალური საბავშვო ბაღია შემოწმებული, - ინფორმაციას ბათუმის ბაღების გაერთიანება ავრცელებს.
პირველ ეტაპზე 31 სააღმზრდელო დაწესებულება შემოწმდა. სანიტარული ნორმების დარღვევა არც ერთ მათგანში არ დაფიქსირებულა.
მონიტორინგს მუნიციპალური ინსპექციის, სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.
წყარო: etaloni.ge