დღის თემა
etaloni.ge
„ამით ხელს შეუწყობთ აღმზრდელებს შორის შუღლის გაღვივებას და მოსპობთ მოტივაციას“ - გზამკვლევი ბაღის თანამშრომლებზე
27.09.2023

ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვისას არ უნდა დაგვავიწყდეს საბავშვო ბაღის თანამშრომელთა კეთილდღეობა, ვინაიდან სწორედ ისინი ურთიერთობენ ბავშვებთან და ჯგუფებში არსებული კლიმატი მათზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ამისათვის მნიშვნელოვანია დავინახოთ ყველა პოზიტიური ქმედება, ნებისმიერი მონდომება, რომელსაც თანამშრომელი გამოთქვამს და გამოხატავს. ინიციატივები უნდა წავახალისოთ, - აღნიშნულია ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში, სადაც წახალისების დეტალებზე არაფერი წერია, თუმცა კონკრეტული რჩევებია მოცემული.

აღნიშნული გზამკვლევის მიხედვით, დაუშვებელია თანამშრომლების ნეგატიურად განხილვა, ერთმანეთის თანდასწრებით გაკიცხვა, მათი შედარება (აქ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება პერსონალთან ერთმანეთის პრაქტიკის შესახებ საუბარი და გაზიარება). ამით ხელს შეუწყობთ შუღლის გაღვივებას და „მოსპობთ“ მოტივაციას.

საბავშვო ბაღის წარმომადგენლებმა პატივი უნდა სცენ თანამშრომლებს და ისე მოიქცნენ, რომ თითოეულმა მათგანმა იგრძნოს, რომ მას აღიარებენ და მასზე ზრუნავენ.

ის, რასაც ბაღის პერსონალი ბავშვების მიმართ უნდა გამოხატავდეს სასწავლო პროცესში - ზრუნვა, პატივისცემა, აღიარება, ხელშეწყობა, წახალისება და ა.შ., მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, დამფუძნებლებმა, ბაღის მენეჯერებმა/დირექტორებმა, სასწავლო პროგრამების კოორდინატორებმა/ მეთოდისტებმა, ასევე უნდა გამოხატონ თანამშრომლების მიმართ.

ხელი შეუწყვეთ თანამშრომელთა შორის თანამშრომლობას

თანამშრომელთა მიკუთვნებულობის განცდის დასაკმაყოფილებლად, მათ ასევე უნდა იგრძნონ თავი უსაფრთხოდ და დაცულად, უნდა იგრძნონ, რომ მნიშვნელოვანი ინდივიდები არიან როგორც თავისთავად, ასევე, დაწესებულებისთვის. მათაც უნდა ჰქონდეთ პირადი სივრცე (ის არ უნდა იკავებდეს ბავშვებისთვის განკუთვნილ სივრცეს), სადაც უსაფრთხოდ მოათავსებენ პირად ნივთებს. ხელი უნდა შეეწყოს და წახალისდეს თანამშრომლებს შორის დადებითი დამოკიდებულება.

იხილეთ ასევე:

„სკოლამდელი დაწესებულება ხელს უწყობს პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს“ - კითხვარში განხილული თანამშრომლობის დეტალები

კურიკულუმის ეფექტიანობის ინდიკატორები - „ბავშვებთან მომუშავე პრაქტიკოსზეც უნდა იყოს მორგებული, რაც გულისხმობს მისი კომპეტენციის დონეს“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი