სკოლამდელი დაწესებულება ვალდებულია, განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება. თვითშეფასების პროცესისთვის საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ, საგანმანათლებლო პერსონალმა, ტექნიკურმა პერსონალმა და მშობლებმა უნდა შეავსონ თვითშეფასების კითხვარი.
რა კითხვებზე რა პასუხი ითვლება დამაკმაყოფილებლად, ამის შესახებ იმავე კითხვარშია აღნიშნული, რომელიც თვითშეფასების პროცესისთვის განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა შეადგინა.
ამჯერად წარმოგიდგენთ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლის კითხვარს:
თანამშრომლობის დაგეგმვა
► დაწესებულება მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და თემთან თანამშრომლობისთვის წინასწარ გეგმავს აქტივობებს;
► დაწესებულება წაახალისებს თემის და მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ჩართულობას კურიკულუმის ფარგლებში დაწესებულების შიგნით/გარეთ განხორციელებულ ღონისძიებებში;
► დაწესებულება მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და თემთან ურთიერთობისას იყენებს კომუნიკაციის მრავალფეროვან მეთოდებს და არხებს.
თანამშრომლობის განხორციელება და შეფასება
► დაწესებულება უზრუნველყოფს მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბავშვთა უფლებების, ადრეული ასაკის ბავშვების ასაკობრივი თავისებურებებისა და განვითარების სპეციფიკასთან დაკავშირებით;
► მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები ინფორმირებული არიან ბავშვების შეფასების შედეგების შესახებ;
► დაწესებულება იყენებს თემში არსებულ რესურსებს კურიკულუმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისას;
► დაწესებულება აფასებს ოჯახთან/თემთან განხორციელებულ აქტივობებს და საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს შესაბამის ცვლილებებს.
პერსონალის მართვა და განვითარება
► დაწესებულება დაკომპლექტებულია პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მდგრად ფუნქციონირებას და ითვალისწინებს ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებს;
► დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციები მკაფიოდაა განსაზღვრული;
► პერსონალის კვალიფიკაცია შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
► ბავშვთან მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალს აქვს პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის კომპეტენცია;
► დაწესებულებაში პერსონალის მართვის პროცესები ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი წესების, მათ შორის შინაგანაწესის, შესაბამისად;
► საგანმანათლებლო პერსონალთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს როგორც ჯგუფთან საკონტაქტო საათებს, ისე არასაკონტაქტო საათების ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობებს;
► პერსონალის შერჩევის/დანიშვნის პროცედურები უზრუნველყოფს პოზიციის შესაბამისი კადრების მოზიდვასა და დასაქმებას ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების დაცვით;
► დაწესებულება უზრუნველყოფს ახალი თანამშრომლების ინტეგრაციას სამუშაო გარემოსთან;
► დაწესებულებაში მოქმედი ორგანიზაციული კულტურა ეფუძნება თანამშრომლობითი და გუნდური მუშაობის პრინციპებს;
► დაწესებულება უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების მიზნით პერსონალის საქმიანობის შეფასებას და საჭიროებათა მოკვლევას;
► პერსონალის განვითარება ხორციელდება დაწესებულების მიერ გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად შემუშავებული გეგმის მიხედვით;
► დაწესებულება ხელს უწყობს პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს.
პროცესების მართვა
► დაწესებულებას იდენტიფიცირებული და აღწერილი აქვს მმართველობითი, ძირითადი და დამხმარე პროცესები;
► პროცესების მართვა ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის ციკლის შესაბამისად;
► დაწესებულებაში ბავშვის ჩარიცხვა და ამორიცხვა ხორციელდება დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
► დაწესებულება აწარმოებს ბავშვებისა და პერსონალის პირად საქმეებს დადგენილი წესის შესაბამისად.
იხილეთ ასევე:
დაისჯება თუ არა ბაღი, თუ მშობელთან კომუნიკაცია ვერ დაამყარა - სპეციალისტის განმარტება