სამი, ათი, ასი, ასხუთი, სკამი, დედა, - ეს იმ სიტყვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ერთი გრძელი სიტყვიდან შეგიძლიათ, გამოიყვანოთ თქვენს პატარასთან ერთად. რომელია ეს სიტყვა, სტატიის ბოლოს მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ, იხილოთ. მანამდე კი ეცადეთ, გამოიცნოთ...
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, „ეტალონისა“ და „სკოლამდელების“ დამფუძნებელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა აქტივობას, როდესაც ერთი დიდი სიტყვიდან მრავალი პატარა შეიძლება გამოიყვანოს პატარამ თქვენი დახმარებით, „სიტყვობანა“ დაარქვა.
„სიტყვობანას“ თამაშით დიდებულ ქართულ ანბანს სწავლობენ უკეთესად, გონიერები და აზრიანები ხდებიან და სიტყვების შედგენაც შეუძლიათ... „რიცხვობანას“ თამაშით კი ბავშვებს შეგიძლიათ ასწავლოთ ანგარიში და ის, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, გამოკლების დროს კი რიცხვებს ვერ გადაანაცვლებთ“, - ამბობს გოჩა ტყეშელაშვილი, რომელმაც დიდებული წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ შექმნა და პატარებს სკოლასთან შეგუების პერიოდი გაუადვილა. ეს შესანიშნავი წიგნი, საბავშვო ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფებს ბავშვებისთვის უნიკალური საჩუქარია.
უყურეთ ქვემოთ მოცემულ მხიარულ ვიდეოგაკვეთილს, სადაც ბაბუა შვილიშვილს ქართული ანბანის გამოყენებით აზროვნებას ასწავლის და მომდევნო გაკვეთილისთვის დახატეთ, გააფერადეთ და გამოჭრით ასოები შემდეგი რაოდენობით: ა - 2, ე - 1, ი - 1, მ - 1, ს - 1, წ - 1, ვ - 1, ლ - 2 და ბ - 1.
ვიდეოგაკვეთილი N19
იხილეთ ასევე:
მხიარულება საპნის ბუშტებით - პრაქტიკული რჩევები აღმზრდელებს ბავშვების საყვარელი აქტივობისთვის