დღის თემა
etaloni.ge
„ეს გასაოცარი იყო!“- ფრაზები, რომელიც ბავშვს მშობლისგან, აღმზრდელისგან და მასწავლებლისგან უნდა ესმოდეს
14.11.2022

ფსიქოთერაპევტმა, კლინიკურმა ფსიქოლოგმა, ნანა ფიფიამ მშობლების, აღმზრდელებისა და მასწავლებლებისთვის სპეციალური ჩამონათვალი შეადგინა, რომელიც ბავშვს აღმზრდელისგან, მშობლისგან და  მასწავლებლისგან უნდა ესმოდეს.

ფსიქოლოგის აზრით, ყველაზე აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ სხვა ადამიანს დავეხმაროთ საკუთარი თავის რწმენის გაძლიერებაში არის ის, რომ უპირობოდ გვჯეროდეს მისი წარმატების, უნარების და შესაძლებლობების.

ნანა ფიფიას განმარტებით, თუ ხარ მშობელი, მასწავლებელი, აღმზრდელი, ბავშვის აღზრდაზე პასხისმგებელი სხვა პირი, მაშინ:

  • შენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა - მუდმივად ასაზრდოო  ბავშვის რწმენა საკუთარ ძალებსა და უნარებში.
  • მაშინ, როდესაც ბავშვს აქვს ადეკვატური/დადებითი თვითშეფასება, არ არსებობს მისი შესაძლებლობების ზედა ზღვარი.
  • მშობლის/მასწავლებლის/აღმზრდელის შეფასებას, ამ შეფასების და წახალისების ფორმას, აქვს უდიდესი გავლენა ბავშვის მიერ საკუთარ თავზე წარმოდგენის ჩამოყალიბებაზე.

რას უნდა ისმენდეს  ბავშვი მშობლისგან, მასწავლებლისგან აღმზრდელისგან:

  • მე ვამაყობ შენით!
  • რა კარგად იმუშავე!
  • არ დანებდე!
  • შენ ეს გამოგივიდა!
  • ყოჩაღი ხარ!
  • მე შენი მჯერა!
  • ყოჩაღ, ასე გააგრძელე!
  • ძალიან მახარებს შენი წარმატებები!
  • შენ ამას შეძლებ!
  • შენ გაქვს ბევრი რამ საამაყო!
  • მე პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას!
  • ეს გასაოცარი იყო!
  • კარგი იდეაა!
  • ყოველთვის გჯეროდეს შენი თავის!
  • იყავი განსხვავებული!
  • ნუ შეგეშინდება შეცდომის დაშვების!
  • მიიღე გამოწვევები!
  • მე შენ დაგეხმარები!
  • შენ გვერდით მიგულე!
  • დაეხმარე სხვებს!
  • იყავი შენი თავის ერთგული!
  • შენ განსაკუთრებული და უნიკალური ხარ!
  • გააგრძელე განვითარება!
  • დაისახე მიზნები!
  • იოცნებე!
  • მე შენ გაფასებ!
  • ვაფასებ შენს გადაწყვეტილებას!
  • გჯეროდეს შენი ძალების!
  • შენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო!
  • მე ძალიან ვაფასებ შენს მხარდაჭერას!
  • მე ვაფასებ შენს შრომისმოყვარეობას!

იხილეთ ასევე:

„ბავშვი ბამბაში არ უნდა გავზარდოთ“ - თამარ გაგოშიძე

„სკოლამდელი განათლებისთვის არასათანადო ყურადღების მიქცევა ნიშნავს ძალიან დიდ დანაკარგს ბავშვისთვის“ - ექსპერტი საბავშვო ბაღებზე

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი