დღის თემა
etaloni.ge
რას ითვალისწინებს კურიკულუმის დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და განვითარება - კითხვარში გაწერილი დეტალები
25.09.2023

სკოლამდელი დაწესებულება ვალდებულია, განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება. თვითშეფასების პროცესისთვის საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ, საგანმანათლებლო პერსონალმა, ტექნიკურმა პერსონალმა და მშობლებმა უნდა შეავსონ თვითშეფასების კითხვარი.

რა კითხვებზე რა პასუხი ითვლება დამაკმაყოფილებლად, ამის შესახებ იმავე კითხვარშია აღნიშნული, რომელიც თვითშეფასების პროცესისთვის განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა შეადგინა.

ამჯერად წარმოგიდგენთ კურიკულუმთან დაკავშირებულ დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლის კითხვარს:

კურიკულუმის დაგეგმვა

► პროგრამის განხორციელებისას დაწესებულება ხელმძღვანელობს წინასწარ შერჩეული/შემუშავებული კურიკულუმით;

► დაწესებულების მიერ შერჩეული/შემუშავებული კურიკულუმი ხელს უწყობს ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას;

► კურიკულუმი ეფუძნება თამაშს და ითვალისწინებს ბავშვს, როგორც აქტიურ მონაწილეს საკუთარი სწავლისა და განვითარების პროცესში;

►კურიკულუმი ითვალისწინებს ოჯახთან/თემთან თანამშრომლობას და მათ ჩართულობას;

► კურიკულუმი ითვალისწინებს მრავალფეროვან, ასაკისა და განვითარების შესაბამის საქმიანობებს;

► კურიკულუმი გაზიარებულია დაწესებულების პერსონალთან და მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან.

კურიკულუმის განხორციელება

► საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა შეესაბამება კურიკულუმით განსაზღვრულ პერიოდულობას და ხანგრძლივობას;

► კურიკულუმის შესაბამისი გეგმა/გეგმების შემუშავება თანამონაწილეობითი პროცესია და ხორციელდება ჯგუფის საგანმანათლებლო პერსონალის მიერ;

► საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაცია ასახავს ჯგუფის საჭიროებებსა და ინტერესებს;

► საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაცია ასახავს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს;

► თამაში/თამაშის ელემენტები საგანმანათლებლო პროცესის, მათ შორის ტრანზიციის წარმართვის ძირითადი ხერხია;

► დღის განმავლობაში თითოეულ ბავშვს აქვს სხვადასხვა ტიპის თამაშში ჩართვის საშუალება როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად როგორც შენობაში, ისე მის გარეთ;

► დაწესებულებას შემუშავებული აქვს ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

► დაწესებულებაში მოქმედებს საგანმანათლებლო პროცესის რესურსებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მექანიზმი;

► დაწესებულებას აქვს კურიკულუმის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსი ბავშვთა ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით;

► ჯგუფური ოთახის და გარე სივრცის ფიზიკური გარემოს მოწყობა განსახორციელებელი კურიკულუმის შესაბამისია;

► დაწესებულების შიდა და გარე სივრცეში საგანმანათლებლო  რესურსების ორგანიზება განსახორციელებელი კურიკულუმის შესაბამისია;

► დაწესებულების შიდა და გარე სივრცეში საგანმანათლებლო  რესურსები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია;

► ჯგუფების ოთახები მოწყობილია იმგვარად, რომ ბავშვს აქვს აქტიურ და პასიურ, მცირე და დიდ ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობის, ასევე დასვენებისა და განმარტოების შესაძლებლობა;

► საგანმანათლებლო პერსონალი თანმიმდევრულად იყენებს ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მრავალფეროვან მეთოდებს;

► შეფასება ემსახურება თითოეული ბავშვის ინტერესების, საჭიროებების, პროგრესის გამოვლენას განვითარების ყველა სფეროში;

► შეფასების შედეგები გამოყენებულია საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისთვის/მოდიფიცირებისთვის;

► ბავშვის შეფასების პროცესი ითვალისწინებს ოჯახის ჩართულობას.

კურიკულუმის  შეფასება და განვითარება

► დაწესებულებაში მოქმედებს კურიკულუმის შეფასების პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება საგანმანათლებლო პროცესისა და ფიზიკური გარემოს შეფასებას, უკუკავშირს მშობლებისგან და საგანმანათლებლო პერსონალის თვითრეფლექსიას;

► დაწესებულება აანალიზებს კურიკულუმის შეფასების შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ცვლილებებს კურიკულუმში.

იხილეთ ასევე:

„ჩემი დასაქმებისას შესარჩევი პროცედურები იყო ობიექტური, გამჭვირვალე და დაცული იყო ჩემი უფლებები“


ვის აქვს უფლება, აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - მასწავლებელთა სახლმა სია გამოაქვეყნა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი