დღის თემა
etaloni.ge
„წყლის მოწოდება იყო შეფერხებული და უწყლოდ სწავლას ვერ დავიწყებდით“ - საბავშვო ბაღები, სადაც სააღმზრდელო პროცესი 2 და 9 ოქტომბერს იწყება
25.09.2023

როდის დაიწყება ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი საბავშვო ბაღებში, მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლად წყვეტენ.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ქვეყნის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში უკვე გაიხსნა, გარდა ლანჩხუთისა, სადაც სულ 21 საჯარო ბაღია.

როგორც ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა, ნატა კობალავამ skolamdelebi.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 16 ბაგა-ბაღი ახალი სასწავლო წელი 2 ოქტომბერს დაიწყება, დანარჩენ 5 სკოლამდელ დაწესებულებებში, კი რომლებიც ახალი აშენებულია, სასწავლო პროცესი 9 ოქტომბერს განახლდება.

ახლი ბაღები 9 ოქტომბერს გაიხსნება სუფსის, ახალსოფლის, ხაჯალიის, ხიდმაღალასა და ნიგვზიანის საბავშვო ბაღებში.

„2 ოქტომბერს ლანჩხუთის 16 საბავშვო ბაღში იწყება სააღმზრდელო პროცესი. მოგეხსენებათ, ჩვენთან სტიქიამ ბევრი რამ დააზიანა, რამაც შეგვაფერხა და გვიან მოგვიწია ჩვენს ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლება. წყლის მოწოდება იყო შეფერხებული, რადგან სოფლებში წყლის სათაო ნაგებობებიც დაზიანდა. თითქმის ყველგან იყო ეს პრობლემა და, მოგეხსენებათ, წყალი ისეთი რამაა, ფიზიკურად ვერ დავიწყებდით სწავლას.

გადავწყვიტეთ, ცოტა დაგვეგვიანა და სასიამოვნო სიახლეებით შევხვედროდით ამ პროცესს. მოთხოვნის შესაბამისად, ყველა საბავშვო ბაღში შეტანილია სხვადასხვა ავეჯი, რესურსები, სამზარეულოს ტექნიკა, ჭურჭელი, ერთჯერადი ნივთები სამედიცინო მოხმარებისთვის, სათამაშოები, წიგნები, პლედები და ა.შ.

ამის ყველაფერის პარალელურად, ახალი ბაღები აგვიშენეს. ამ ეტაპზე, იმ 5 საბავშვო ბაღში, სადაც სასწავლო პროცესი 9 ოქტომბერს დაიწყება, მიმდინარეობს საჭირო ინვენტარის შეტანა და ინფრასტრუქტურის მოწყობა“, - გვითხრა ნატა კობალავამ.

იხილეთ ასევე:

„ჩემი დასაქმებისას შესარჩევი პროცედურები იყო ობიექტური, გამჭვირვალე და დაცული იყო ჩემი უფლებები“

ვინ და რატომ უწოდა აღმზრდელებს მებაღეები და დაამკვიდრა ტერმინი „საბავშვო ბაღი“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი