დღის თემა
etaloni.ge
„ჩემი დასაქმებისას შესარჩევი პროცედურები იყო ობიექტური, გამჭვირვალე და დაცული იყო ჩემი უფლებები“
25.09.2023

სკოლამდელი დაწესებულება ვალდებულია, განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება. თვითშეფასების პროცესისთვის საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ, საგანმანათლებლო პერსონალმა, ტექნიკურმა პერსონალმა და მშობლებმა უნდა შეავსონ თვითშეფასების კითხვარი.

რა კითხვებზე რა პასუხი ითვლება დამაკმაყოფილებლად, ამის შესახებ იმავე კითხვარშია აღნიშნული, რომელიც თვითშეფასების პროცესისთვის განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა შეადგინა.

საგანმანათლებლო პერსონალისა და მშობლებისთვის განკუთვნილი კითხვარი უკვე გაგაცანით:

რა საკითხებზე როგორი პასუხების გაცემა უწევს ბაღის საგანმანათლებლო პერსონალს თვითშეფასებისას - „ჩემი სამუშაო საათები მოიცავს ბავშვებთან საკონტაქტო და არასაკონტაქტო დროს“

რა კითხვა და პასუხი ითვლება დამაკმაყოფილებლად საბავშვო ბაღის თვითშეფასებისას - „ბაღის წარმომადგენელი პერიოდულად გვეკითხება მშობლებს, რამდენად კმაყოფილი ვართ“

ამჯერად, გთავაზობთ კითხვარს ტექნიკური პერსონალისთვის:

დაწესებულების მისია

► ჩართული ვიყავი ბაღის მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავების პროცესში ან/და გამიზიარეს ეს დოკუმენტები;

► ვიცი, სად შემიძლია ვნახო ბაღის მისიის, ხედვის და ღირებულებების ამსახველი დოკუმენტები.

სტრატეგიული განვითარება

► ჩართული ვიყავით სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში ან/და გამიზიარეს ეს დოკუმენტი;

► ვიცნობ სამოქმედო გეგმაში გაწერილ პუნქტებს/აქტივობებს;

► ვიცი, რომ ბაღში მოქმედებს სტრატეგიული განვითარებისა ან/და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგი ან მონაწილეობა მიმიღია ამ პროცესში;

► ვიცი, სად არის განთავსებული საჯაროდ ჩემი ბაღის სტრატეგიული განვითარების ან/და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.

კურიკულუმის დაგეგმვა

► ვიცი, რომელ კურიკულუმს (სააღმზრდელო მეთოდოლოგიას) ახორციელებს ჩემი ბაღი.

კურიკულუმის განხორციელება

► ბაღის შიდა და გარე სივრცეში საგანმანათლებლო  რესურსები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია.

კურიკულუმის  შეფასება და განვითარება

► ვიცი, რომ ბაღი აანალიზებს კურიკულუმის შეფასების შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ცვლილებებს კურიკულუმში.

თანამშრომლობის დაგეგმვა

► ვიცი, რომ ბაღი წაახალისებს თემის და მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ჩართულობას  დაწესებულების შიგნით/გარეთ განხორციელებულ ღონისძიებებში.

თანამშრომლობის განხორციელება და შეფასება

► ვიცი, რომ ბაღი უზრუნველყოფს მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

პერსონალის მართვა და განვითარება

► ვიცნობ ჩემს ფუნქცია-მოვალეობებს და საქმიანობას ვახორციელებ შესაბამისად;

► ვიცნობ შინაგანაწესს, ბაღის მიერ დადგენილ პერსონალის მართვის წესებს და ვიცავ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში;

► ბაღში დაცულია გუნდური მუშაობის პრინციპი, არის მეგობრული და კოლეგიალური დამოკიდებულებები;

► ჩემი დასაქმებისას შესარჩევი პროცედურები იყო ობიექტური, გამჭვირვალე და დაცული იყო ჩემი უფლებები;

► ბაღმა ხელი შემიწყო სამუშაო გარემოსთან ადაპტირებაში;

► პერიოდულად ხდება ჩემი საქმიანობის შეფასება, საჭიროებების კვლევა და კეთდება შესაბამისი დასკვნები, რომლის შინაარსიც ჩემთვის ხელმისაწვდომია. აღნიშნულ დასკვნებზე დაყრდნობით იგეგმება პროფესიული განვითარების აქტივობები;

► ჩემი/ჩემი კოლეგების ჩართულობით  შემუშავებულია პროფესიული საჭიროებების შესაბამისი განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც იგეგმება განმავითარებელი აქტივობები;

► ბაღი მაძლევს  შესაძლებლობას გამოვხატო პროფესიული განვითარების შესახებ ინიციატივები და შესაძლებლობის შემთხვევაში ხდება მისი გათვალისწინება.

პროცესების მართვა-დაწესებულების საქმიანობის მართვა ეფუძნება პროცესულ მიდგომას

► მე/ჩემი კოლეგები ვიცნობთ ან თავად ვიყავით ჩართული ჩვენ საქმიანობის პროცესების აღმწერი დოკუმენტების  შემუშავებაში (მაგ: კვების მექანიზმი, სანიტარია-ჰიგიენის მექანიზმი, შესყიდვების მექანიზმი და სხვა).

მატერიალური რესურსი

► მე/ჩემი კოლეგები პერიოდულად ვახორციელებთ ან მონაწილეობას ვიღებთ საგანგებო სიტუაციებში რეაგირებასთან დაკავშირებულ  სიმულაციურ წვრთნებში; 

► ჩემს ბაღში გამოყოფილია  სპეციალური სივრცე თანამშრომლობითი საქმიანობისთვის და საშუალება მაქვს ვისარგებლო თავისუფლად;

► ბაღის შენობის იმ სივრცეებში, სადაც ბავშვები ხვდებიან, მახვილი კუთხის მქონე გამათბობლები დაფარულია ეკრანით/ცხაურით და მისი სველი წესით დასუფთავება შესაძლებელია;

► შენობაში ავეჯი უსაფრთხოა, მყარად არის  დადგმული/მიმაგრებული იატაკზე, ზოგიერთ შემთხვევაში  კედელზე;

► ჩემს ბაღში საშუალება მაქვს, ვისარგებლო ინტერნეტთან წვდომის მქონე კომპიუტერით/ებით და მრავალფუნქციური პრინტერით (სკანერის ფუნქციით).

კვების ორგანიზება და კვებითი რაციონი

► ბაღში მოქმედებს კვების ორგანიზებისა და კვებითი რაციონის დაცვისთვის წესები/პროცედურები (სოპ-ები);

► მენიუში დათვლილია და მკაცრად კონტროლდება კალორაჟი, ცილის, ცხიმის და ნახშირწყლების შემცველობა;

► ბაღს დამტკიცებული აქვს 10 დღიანი/2 კვირიანი მენიუ;

► ბაღი აკონტროლებს მის მიერ შეძენილი საკვები პროდუქტების ხარისხს;

► ბაღში მოქმედებს წინასწარ შედგენილი მენიუ და კვების მიწოდება ხდება ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს;

► მენიუში  ერთი და იგივე კერძი მეორდება მხოლოდ ორ დღიანი შუალედით ან უფრო იშვიათად;

► მენიუ იცვლება სეზონების მიხედვით;

► კერძებში მარილის გამოყენება შეზღუდულია;

► კერძებში შაქრის გამოყენება შეზღუდულია;

► ბაღში ბავშვთა კვებაში არ გამოიყენება კოფეინის შემცველ პროდუქტები, მათ შორის კაკაო, ყავა და შავი ჩაი;

► ბაღში ბავშვთა კვებაში არ გამოიყენება ტკბილი და გაზიანი სასმელები  (მათ შორის ხილის სასმელების, გაზიანი/უალკოჰოლო სასმელების, აღდგენილი სასმელების, ენერგეტიკული სასმელები);

► ბაღში ბავშვთა კვებაში არ გამოიყენება საოჯახო პირობებში მომზადებული სურსათი (გარდა იმ შემთხვევისა თუ კვებითი აუტანლობის მექანიზმში  გაწერილია მსგავსი პროცედურა);

► ბაღში აკრძალულია ბავშვებისთვის კვებისთვის მზა საჭმლის შეტანა, რომელიც არ არის მენიუთი გათვალისწინებული (მაგ: კრემიანი ნამცხვრები, სენდვიჩები, სწრაფი კვება და სხვა);

► ბაღს ბავშვთა კვების უზრუნველსაყოფად აქვს ბავშვთა რაოდენობის და მენიუთი განსაზღვრული კერძების შესაბამისი ჭურჭელი;

► ბაღში მუდმივად კონტროლდება ბავშვების კვების პროცესი უფროსის -აღმზრდელ პედაგოგის/აღმზრდელის ან სხვა დამხმარის მიერ.

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები

► ბაღში მოქმედებს სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის წესები/პროცედურები (სოპ-ები);

► ბაღის შენობის ყველა ფანჯარაზე ბუზებისა და სხვა მწერების (მ.შ. კოღოები) შეღწევის თავიდან ასაცილებლად, წელიწადის თბილ და ცხელ პერიოდებში გამოიყენება მწერების შეღწევის საწინააღმდეგო ბადეები;

► „ხელოვნური განათების წყარო (ელექტრო ნათურები) უზრუნველყოფს მთელი შენობის თანაბარ განათებას;

► ჯგუფური ოთახის, საძინებელი ოთახის, სამზარეულოს ფანჯრები აღჭურვილია მზისგან დამცავი საშუალებებით (ფარდები/ჟალუზები ან/და სხვა საშუალება);

► ბაღი უზრუნველყოფილია წყალმომარაგებით (ცივი და ცხელი წყალი);

► ბაღი მუდმივად უზრუნველყოფს ბავშვებს და თანამშრომლებს სასმელი წყლით წყლის დისპენსერების  ან/და   წყლის კონტეინერის  ან/და წყლის შადრევნის საშუალებით;

► წყალს პერიოდულად უტარდება კვლევა უვნებლობის შემოწმებისთვის;

► ბაღი უზრუნველყოფილია კანალიზაციით;

► მუდმივი წყალმომარაგების არ არსებობის შემთხვევაში ბაღს აქვს წყლის სამარაგე ავზი;

► ბაღის ძირითად სივრცეებს, სადაც მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროცესი, ასევე საძინებელ ოთახებს აქვს ბუნებრივი განათება;

► ბაღის შენობა ნიავდება ყოველდღიურად;

► უზრუნველყოფილია ბავშვების ყოველდღიური ჰაერზე ყოფნა/გასეირნება;

► მთელი შენობის გენერალური დასუფთავება  ხდება ყოველთვიურად;

► დამატებითი სადეზინფექციო ღონისძიებები სრულდება  ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე;

► დეზინფექციისთვის გამოიყენება შესაბამისი ხსნარები;

► ბაღის შენობა სუფთავდება ყოველდღიურად;

► ბაღის იატაკი ირეცხება ყოველდღიურად;

► ავეჯის ზედაპირიდან  მტვერი სველი ტილოთი იწმინდება ყოველდღიურად;

► ფანჯრის მინები შიგნიდან და გარედან იწმინდება პერიოდულად,  მაგრამ წელიწადში არანაკლებ ორჯერ;

► სარემონტო სამუშაოები-კედლების, ჭერის, ფანჯრის ჩარჩოების შეთეთრება და შეღებვა არ ხორციელდება იმ დროს, როდესაც მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროცესი;

► ახლად შეძენილი სათამაშოები ირეცხება ბავშვებთან მიწოდებამდე;

► ჯგუფური ოთახის სათამაშოები ყოველდღე იწმინდება სველი წესით;

► სანიტარული კვანძები (იატაკი, ხელსაბანი ნიჟარები, ღამის ქოთნები და უნიტაზები/პისუარები) სუფთავდება არანაკლებ დღეში ორჯერ;

► წელიწადის თბილ და ცხელ სეზონებზე ეზო ირწყვება ყოველდღიურად;

► ბაღის ეზო/გარე სივრცე ყოველდღიურად სუფთავდება, ხოლო ნარჩენები გროვდება და იყარება ეზოში/ეზოს მიმდებარედ არსებულ ნაგვისშემკრებ კონტეინერებში;

► ბაღის ეზოში/გარე სივრცეში არსებული აღჭურვილობა (მაგიდები, სკამები, სპორტული ინვენტარი, ატრაქციონები და სხვა) მოწესრიგებულია და ყოველდღიურად იწმინდება;

► ბაღში ყველა ურნას და ნაგვისშემკრებ კონტეინერს აქვს თავსახური;

► ურნები არ არის გადავსებული და ყოველდღიურად იცლება;

► ბაღის შიდა და გარე ტერიტორიაზე განთავსებულია საკმარისი რაოდენობით ურნები/ნაგვისშემკრები კონტეინერები;

► ბაღში ყოველდღიურად ხორციელდება მყარი ნარჩენების შეგროვება ჯგუფურ ოთახებში, სამზარეულოში, ადმინისტრაციულ და სხვა სათავსებში და ხდება მათი უსაფრთხო გატანა შენობიდან;

► ნაგვის ურნები და ნაგვისშემკრები კონტეინერები სუფთა და მოწესრიგებულია;

► ბაღის ორგანიზებით ტარდება ნაგვისშემკრები კონტეინერების განთავსების სივრცის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება მწერებისა და მღრნელების გამრავლების საწინააღმდეგო საშუალებებით.

ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება

► ვიცნობ ბავშვის უფლებებს, ვიცი რა არის ბავშვზე ძალადობის პირველადი ნიშნები, როგორ უნდა ვიმოქმედო ბავშვზე ძალადობის ეჭვის შემთხვევაში და ვის მივმართო ბაღში ამ საკითხზე;

► ვაცნობიერებ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ვიცოდეთ ბავშვის ან მისი ოჯახის შესახებ კონფიდენციალურია. ასეთ საკითხებზე კოლეგები არ ვსაუბრობთ ერთმანეთთან (გარდა პროფესიული საჭიროებისა), ასევე არ ვსაუბრობ მათ შესახებ ბავშვების თანდასწრებით ან სხვა მშობლებთან.

ფინანსური რესურსი

► ბაღის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხარჯები სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების შეძენისთვის და კვებითი უზრუნველყოფისთვის.

იხილეთ ასევე:

რა უწყობს ხელს საბავშვო ბაღისადმი პერსონალის ერთგულებას, შრომითი მოტივაციის ამაღლებას და დასახული მიზნების მიღწევას

დაისჯება თუ არა ბაღი, თუ მშობელთან კომუნიკაცია ვერ დაამყარა - სპეციალისტის განმარტება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი