ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ სამუშაო შეხვედრა მოაწყო, სადაც სკოლამდელი დაწესებულებების პრაქტიკოსმა მეთოდისტებმა გამგეებთან ერთად სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობაზე და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რაც საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ადაპტაციის პერიოდს ახლავს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ახალი კურიკულუმის დანერგვის მეთოდებზე, აღმზრდელ-პედაგოგის სტრატეგიებზე, სააქტივო ჯგუფების ფიზიკური გარემოს მოწყობაზე, ბუნებრივი და მეორადი მოხმარების მასალებით ჯგუფის ცენტრებში ფუნქციურ გამოყენებაზე...
„ამ ფორმატით შეხვედრების მიზანია, საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და ცოდნა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ძალიან ეფექტური და მრავლის მომცემია სააღმზრდელო პროცესის მართვისთვის“, - აღნიშნულია ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე:
„ბაღში ბავშვებს არ დაასწავლოთ ცეკვის ილეთები“ - სპეციალისტის განმარტება