დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელებს განათლების სამინისტრომ დოკუმენტები გააცნო
25.09.2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 32 მუნიციპალიტეტის გაერთიანების ხელმძღვანელი ესწრებოდა.

როგორც აღნიშნული ცენტრის მიერ დღეს, 25 სექტემბერს, გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა გაერთიანების წამომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებას და ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით ინფორმირებულობის გაზრდას.

„შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. თითოეული გაერთიანებას მიეცა შესაძლებლობა კოლეგებისთვის წარედგინა საკუთარი დაწესებულების შესახებ ინფორმაცია და წარმატებული პრაქტიკა.

ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ხითარიშვილმა, სამსახურის თანამშრომლებმა და ქვეპროგრამის სპეციალისტებმა მონაწილეებს გააცნეს საკანონმდებლო მარეგულირებელი დოკუმენტები, ავტორიზაციის სტანდარტები, სტანდარტების შეფასების სკალა და დამხმარე მეთოდოლოგიური დოკუმენტები. ჩატარდა ჯგუფური სამუშაოები, წარიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის სესიები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ბაღების ავტორიზაციის პროცესში დაწესებულებების ხელშეწყობის პროექტებს, შეხვედრებს, ტრენინგებს და სხვა აქტივობებს“, - აღნიშნავს ხარისხის განვითარების ცენტრი.

იხილეთ ასევე:

დაისჯება თუ არა ბაღი, თუ მშობელთან კომუნიკაცია ვერ დაამყარა - სპეციალისტის განმარტება

როგორ უნდა დაგეგმოს აღმზრდელმა კვირა - „ეს ბაღის სივრცეში ყოველდღე აუცილებლად ხდება“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი