დაბა ახალდაბაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, შენობის პირველ სართულზე იცვლება კარ-ფანჯარა, იხურება სახურავი, ფასადს უტარდება რეაბილიტაცია. დაგეგმილია ასევე შიდა კიბის რეაბილიტაცია.
„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 247 237 ლარია გამოყოფილი.
ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2023 წელს დასრულდება.
იხილეთ ასევე:
ახალი ბაღის მშენებლობა 831 800 ლარი ჯდება - თმოგვის ბაღი ოთხ სოფელს მოემსახურება