სკოლამდელი დაწესებულება ვალდებულია, განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება.
თვითშეფასების პროცესისთვის საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ, საგანმანათლებლო პერსონალმა, ტექნიკურმა პერსონალმა და მშობლებმა უნდა შეავსონ თვითშეფასების კითხვარი.
რა კითხვებზე რა პასუხი ითვლება დამაკმაყოფილებლად, ამის შესახებ იმავე კითხვარშია აღნიშნული, რომელიც თვითშეფასების პროცესისთვის განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა შეადგინა.
საგანმანათლებლო პერსონალისთვის კითხვარი უკვე გაგაცანით:
ამჯერად, გთავაზობთ კითხვარს მშობლებისთვის:
დაწესებულების მისია
► ჩართული ვიყავი ბაღის მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავების პროცესში ან/და გამიზიარეს ეს განაცხადები;
► ვიცი, სად შემიძლია ვნახო ბაღის მისია, ხედვა და ღირებულებების ამსახველი დოკუმენტები.
სტრატეგიული განვითარება
► ვიცი, სად არის განთავსებული საჯაროდ ჩემი შვილის ბაღის სტრატეგიული განვითარების ან/და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.
კურიკულუმის დაგეგმვა
► ბაღში ჩემი შვილის ყოველი დღე დატვირთულია თამაშებით;
► ბაღის პერსონალი მზადაა თანამშრომლობისთვის და სხვადასხვა შესაძლებლობებს მიქმნის, რათა მონაწილეობა მივიღო ბაღის ცხოვრებაში და ჩავერთო პროცესში;
► ბაღმა (აღმზრდელ პედაგოგმა / აღმზრდელმა ან სხვა.) გამაცნო საგანმანათლებლო პროცესის შინაარსი და მეთოდები (კურიკულუმი), რომელსაც ბაღში იყენებენ.
კურიკულუმის განხორციელება
► ჩემი შვილის ბაღში არის ბავშვებისთვის საკმარისი საგანმანათლებლო რესურსი;
► საბავშვო ბაღში ჩემ შვილს საშუალება აქვს სურვილის შემთხვევაში დამოუკიდებლად აიღოს მისთვის საინტერესო სათამაშოები;
► ჩართული ვარ ჩემი შვილის შეფასების პროცესში. ვმონაწილეობ შეხვედრებში, რომელიც ემსახურება ჩემი შვილის შეფასების შედეგების გაცნობას, მისაღწევი მიზნების განსაზღვრას, ბავშვის განვითარების და პროგრესის განხილვას.
კურიკულუმის შეფასება და განვითარება
► ბაღი ინტერესდება ჩემი მოსაზრებებით კურიკულუმთან (საგანმანათლებლო მეთოდოლოგიასთან) დაკავშირებით და განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით.
თანამშრომლობის დაგეგმვა
► ბაღის წარმომადგენელი წინასწარ გვაცნობს მშობლებს აქტივობებს/ღონისძიებებს, რომლებიც ჩვენი ჩართულობით უნდა განხორციელდეს და იმას, თუ რა ფორმით არის შესაძლებელი ჩვენი მონაწილეობა;
► დაგეგმილი აქტივობების/ღონისძიებების გარდა მე ან სხვა მშობლებს შეგვიძლია გამოვხატოთ ინიციატივები და შეთავაზებები;
► ბაღი მეკითხება რა ფორმით არის მოსახერხებელი ჩემთვის მათთან კომუნიკაცია და მთავაზობს ჩემთვის ხელსაყრელ არხებს ( სატელეფონო ზარი, ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელის ჯგუფები, შეხვედრები, მშობელთა კრებები და სხვა.).
თანამშრომლობის განხორციელება და შეფასება
► ბაღი მაცნობს ან მიზიარებს სხვადასხვა სახის ინფორმაციას ისეთ თემებზე, როგორიც არის ბავშვის უფლებები, ბავშვების განვითარების თავისებურებები, ჯანსაღი კვების რეკომენდაციები სხვა;
► ჩემი შვილის აღმზრდელ-პედაგოგი/აღმზრდელი იყენებს თემში არსებულ რესურსებს ბავშვებისთვის განხორციელებულ აქტივობებში, რათა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოს პროცესი;
► ბაღის წარმომადგენელი პერიოდულად გვეკითხება მშობლებს, რამდენად კმაყოფილი ვართ ჩვენი/თემის მონაწილეობით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობებით.
პერსონალის მართვა და განვითარება
► ჩემი შვილის ბაღი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს დამატებით სპეცპედაგოგს, ფსიქოლოგს, ლოგოპედს ან სხვა სპეციფიკის ინდივიდუალურ დამხმარეს ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე.
პროცესების მართვა
► ჩემი შვილის ბაღმა მომთხოვა საბუთები ბავშვის პირადი საქმისთვის.
მატერიალური რესურსი
► ჩემი შვილის ბაღის გასახდელ ზონაში პირადი ნივთების შესანახად გამოყოფილია სივრცე თითოეული ბავშვისთვის;
► ჩემი შვილის ბაღში შიდა სივრცეებში გაკეთებულია სპეციალური ვიზუალური მინიშნებები, რომელიც შენობაში გადაადგილებისას ეხმარება ბავშვს ორიენტაციაში;
► ჩემი შვილის ბაღის ეზოში განთავსებულია ეზოს სათამაშოები, ატრაქციონები, მოწყობილია გასართობი სივრცეები და სხვა;
► ჩემი შვილის ბაღის ეზოში არსებული ატრაქციონები უსაფრთხოა ბავშვებისთვის;
► ჩემი შვილის ბაღის ეზო/გარე სივრცე არის დაცული (ბავშვები ვერ ახერხებენ ეზოს გარეთ გასვლას);
► ჩემი შვილის ბაღის ეზოში/გარე სივრცეში არის გარე განათება;
► ჩემი შვილის ბაღის ფანჯრებზე ბავშვის გადმოვარდნისგან დასაცავად დამაგრებულია ბადეები;
► ჩემი შვილის ბაღის ღობე უსაფრთხოა - არ აქვს ბასრი კიდეები, წვეტიანი, გამოშვერილი და სხვა საფრთხის შემცველი ნაწილები.
კვების ორგანიზება და კვებითი რაციონი
► ბაღში თვალსაჩინო ადგილზე ყოველდღიურად გამოკრულია კონკრეტული დღის მენიუ;
► ბაღმა მოიკვლია ინფორმაცია ჩემი შვილის ალერგიულობის ან სხვა კვებითი აუტანლობის შესახებ;
► ჩემს შვილს ბაღში კვებავენ განრიგის მიხედვით;
► ბაღში სეზონურად ხდება მენიუს ცვლილება;
► ბაღში აკრძალულია სახლში დამზადებული ან ნაყიდი საკვების შეტანა (არ იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც ბავშვს აღენიშნება ალერგიული გამოვლინება ან კვებითი აუტანლობა);
► ბაღი მაწვდის ინფორმაციას რა კერძები მიირთვა ბავშვმა ბაღში ყოფნისას და როგორ უნდა მოხდეს მისი სრულფასოვანი კვების უზრუნველყოფა სახლში.
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები
► ბაღში შენობის ფანჯრებზე გამოყენებულია მწერებისგან დამცავი ბადეები;
► სანიტარულ კვანძში/საპირფარეშოში ხელის გასამშრალებლად არის ქაღალდის ხელსახოცი ან ელექტრო საშრობი და საპონი;
► ბაღში ჯგუფური ოთახი ნათელია;
► ბაღის ფანჯრებზე არის ფარდები ან ჟალუზები ან სხვა საჩრდილობლები;
► ბაღში ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია სასმელი წყალი წყლის დისპენსერების ან/და წყლის კონტეინერის ან/და წყლის შადრევნის საშუალებით;
► შემინიშნავს რომ, დღის განმავლობაში ღიაა ბაღის ფანჯრები და ნიავდება ჯგუფის ოთახები;
► ყოველდღიურად ხდება ბავშვების ბაღის ეზოში/ გარე სივრცეში გაყვანა;
► ბაღის შენობა სუფთა და დალაგებულია;
► ჯგუფის ინვენტარი სუფთა და გაწმენდილია (ხალიჩა, ფარდა, რბილი სათამაშოები, მაგიდის ზედაპირი და სხვა);
► ბავშვების ტანსაცმლის კარადები სუფთა და გაწმენდილია;
► ფანჯრის მინები უმეტეს შემთხვევაში სუფთა და გაწმენდილია;
► ბაღის სანიტარულ კვანძში დაცულია სისუფთავე;
► ეზოში არსებულ საქვიშეს აქვს სახურავი;
► ბაღის ეზო სუფთა და დალაგებულია;
► ეზოს ატრაქციონები და ინვენტარი სუფთა და გაწმენდილია (ეზოს სკამები, მაგიდები, საქანელები და სხვა.);
► ბაღის შენობაში და ეზოში/გარე სივრცეში განლაგებულია ნაგვის ურნები.
ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება
► ვიცი, რომ ჩემი შვილის ბაღში შესაძლებელია პირველადი გადაუდებელი დახმარების მიღება;
► ბაღი ყოველთვის მთხოვს წერილობით ნებართვას ან გაყოლას სხვადასხვა აქტივობების ფარგლებში ჩემი შვილის საბავშვო ბაღის ტერიტორიიდან გაყვანის შემთხვევაში;
► ჩემი შვილის ბაღში პერიოდულად ტარდება სიმულაციები როგორ იქცევიან ხანძრის, მიწისძვრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის დროს;
► ბაღმა გამაცნო ბავშვზე ძალადობის დაუშვებლობის შესახებ ინფორმაცია და ვიცი, რომ ბაღში ჰყავთ გამოყოფილი თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე ეჭვის შემთხვევაში კანონით დადგენილი ქმედებები განახორციელოს;
► ჩემი შვილის ბაღში მიყვანის დროს აღმზრდელმა მოახერხა ბავშვისთვის შეემსუბუქებინა ბაღთან შეგუების პერიოდი;
► ჩემი შვილის აღმზრდელ პედაგოგი/აღმზრდელი ან ბაღის სხვა თანამშრომლები არ საუბრობენ/განიხილავენ ბავშვების და მათი ოჯახების შესახებ ინფორმაციას ჩემთან (მე არ ვიცი სხვა ოჯახების და ბავშვების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია და ვფიქრობ არც სხვა მშობლებმა იციან ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის შესახებ).
ფინანსური რესურსი
► ბაღი ყიდულობს სხვადასხვა რესურსს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესისათვის (სახატავი რვეულიი, ფანქრები, ფლომასტერები, წიგნები და ა.შ.).
იხილეთ ასევე:
„ბაღში ბავშვებს არ დაასწავლოთ ცეკვის ილეთები“ - სპეციალისტის განმარტება