დღის თემა
etaloni.ge
„რიცხვობანას“ და „სიტყვობანას“ თამაშის დროს ბავშვები საოცარ დასკვნებს აკეთებენ“ - ასოები წინასწარ უნდა გააფერადოთ
22.09.2023

„პირველკლასელთა აკადემიის“ მიხედვით ჩაწერილ მე-18 ვიდეოგაკვეთილის „სიტყვობანაში“, სიტყვა „კარტოფილს“ განიხილავენ მხიარული ბაბუა და შვილიშვილი, „რიცხვობანა“ კი მარწყვებისა და ვაშლების „გამოყენებით“ მიმდინარეობს.

„ეტალონისა“ და „სკოლამდელების“ დამფუძნებელმა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა საკუთარი და სხვათა შვილიშვილებისთვის პირველკლასელთა გზამკვლევი, უნიკალური წიგნი-რვეული, მაშინ შექმნა, როდესაც მისი შვილიშვილი, ალექსანდრე კახიანი, პირველ კლასში იყო, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო სკოლაში სიარულის საშუალება არ ჰქონდა. ბაბუამ და შვილიშვილმა, თვალსაჩინოებისთვის მხიარული გაკვეთილები ჩაწერეს.

„სიტყვობანას“ მთელი არსი არის ის, რომ წინასწარ მოცემული ასოებით შეადგინოთ ყველაზე გრძელი, მთავარი სიტყვა. შემდეგ კი ამ სიტყვიდან  შეადგინოთ პატარ-პატარა სიტყვები ამავე ასოებისგან. პირველ რიგში, კი წინასწარ უნდა გამოჭრათ მოცემული ასოები და მთელმა ოჯახმა გააფერადოთ.

„გაფერადება ხელს უწყობს ოჯახის შეკვრას, ხელის მოტორიკის  განვითარებას... „სიტყვობანას“ არსი ის არის, რომ ბავშვებს განუვითარდეთ ფანტაზია, ისწავლონ სისტემური მიდგომა საკითხისადმი. „რიცხვობანას“ თამაშის დროს კი ბავშვები საოცარ დასკვნებს აკეთებენ“, - ამბობს გოჩა ტყეშელაშვილი და გასწავლით, როგორ შეაყვაროთ თქვენს პირველკლასელებს სწავლა, აზროვნება და განუვითაროთ მეტყველება.

 „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც უკვე მრავალი ოჯახის საკუთრებაა, საშუალებას გაძლევთ, მთელი ოჯახი ერთად დასხდეთ და მთელი კვირის განმავლობაში, პირველკლასელთან მეცადინეობა საოჯახო დღესასწაულად აქციოთ. წიგნში იპოვით ახალ მიდგომებს პატარას აღზრდა-განათლებისთვის.

ვიდეოგაკვეთილი N18

იხილეთ ასევე:

ამის შემდეგ თქვენი პატარა აზროვნებას დაიწყებს და თავადაც მოგაწვდით სხვადასხვა იდეებს - სწავლა მხიარული მეთოდით

„მშობელს დააკისრეთ ვალდებულება, რომ თუ ის აზრს შეიცვლის, გაცნობოთ“ - სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ბაღის თანამშრომლებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი