დღის თემა
etaloni.ge
„ბაღში კონკრეტული სპეციალისტის საჭიროების დაფიქსირებას უნდა მოჰყვეს ოპერატიული რეაგირება“ - მულტიდისციპლინური გუნდის მოდელები
19.09.2023

საბავშვო ბაღში დამატებითი სპეციალისტის ჩართვით იქმნება ბაღის მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც თავისი მრავალფეროვანი კომპეტენციით უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებზე ეფექტურ რეაგირებას.

„ერთი აღმზრდელ-პედაგოგი და თანაშემწე არასაკმარისია, რომ ყველა ბავშვმა ხარისხიანი მხარდაჭერა მიიღოს“

ბაღში მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობას განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ბიუჯეტის ოდენობა დამატებითი მხარდამჭერი კადრისთვის და სპეციალისტების არსებობა/მისაწვდომობა - განსაკუთრებით რეგიონებში, - წერია ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების გზამკვლევში.

ამავე პუბლიკაციის მიხედვით, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბაღში მულტიდისციპლინური გუნდების ფორმირება შესაძლებელია რამდენიმე მოდელით ხდებოდეს.

მულტიდისციპლინური გუნდის მოდელები:

მულტიდისციპლინური გუნდი ფორმირებულია და ფუნქციონირებს ერთი ბაღის ფარგლებში

ამ შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდი ჩამოყალიბებულია ერთი ბაღის ფარგლებში, მისი წევრები პროფესიულ საქმიანობას ახორციელებენ ამ კონკრეტული ბაღის პერსონალის და ბავშვების მხარდასაჭერად.

მულტიდისციპლინური გუნდის წევრები საქმიანობენ ერთზე მეტ ბაღში

მოცემულ შემთხვევაში, გუნდის ზოგიერთი წევრი ან მთლიანი გუნდი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს ერთზე მეტ კონკრეტულ ბაღში. აღნიშნული მოდელის შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდის წევრები საქმიანობენ უპირატესად ორ ბაღში, თითოეულში არასრულ განაკვეთზე.

მულტიდისციპლინური გუნდის წევრები ემსახურებიან ბაღებს, საჭიროებიდან გამომდინარე

აღნიშნული მოდელის თანახმად, მულტიდისციპლინური გუნდი და მისი წევრები არ არიან ასოცირებული/დაკავშირებული კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ისინი ფორმირებული არიან ბაგა-ბაღების მართვის მუნიციპალური სტრუქტურების ფარგლებში და ემსახურებიან აღნიშნულ გაერთიანებაში შემავალ ბაღებს, საჭიროებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოდელი შესაძლებლობას იძლევა, მწირი ფინანსური და ადამიანური რესურსების პირობებში, ბაღებმა მიიღონ საჭირო მხარდაჭერა. ამავდროულად, აღნიშნული მოდელი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, ბაღს ჰყავდეს თავის  მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც ფორმირებულია რამდენიმე წევრისგან, რომლებიც ფიქსირებულად არიან ასოცირებული ამ კონკრეტულ ბაღთან და ასევე ჰყავდეს გუნდის ერთი წევრი, მაგალითად, ოკუპაციური თერაპევტი, რომელიც უპირატესად ასოცირებულია ბაღების მართვის მუნიციპალურ სტრუქტურებთან. აღნიშნული ოკუპაციური თერაპევტი იქნება ყველა იმ ბაღის მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, სადაც კი ამის საჭიროება იარსებებს/გაჩნდება.

მისაწვდომ პროფესიონალთა მწირი რესურსების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, როგორც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები, ისე ამ დაწესებულებების მართვის სამსახურები ქმნიდნენ სპეციალისტთა მონაცემთა ბაზას, სადაც აღირიცხება ინფორმაცია:

► სპეციალისტებზე, რომლებიც მოცემულ მომენტში საქმიანობენ სკოლამდელი განათლების სისტემაში;

► სპეციალისტებზე, რომლებიც საქმიანობდნენ სკოლამდელი განათლების სისტემაში, თუმცა ბავშვის განათლების სხვა საფეხურზე გადანაცვლების შემდეგ შეაჩერეს საქმიანობა ან გადაინაცვლეს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

► სპეციალისტებზე, რომლებსაც აქვთ სურვილი, საჭიროების შემთხვევაში, დასაქმდნენ სკოლამდელი განათლების სისტემაში მულტიდისციპლინური გუნდის წევრად.

მსგავს მონაცემთა წარმოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაღების გაერთიანების მხრიდან, რადგან ბაღში კონკრეტული სპეციალისტის საჭიროების დაფიქსირებას, უნდა მოჰყვეს ოპერატიული რეაგირება და სპეციალისტის მოკლე დროში იდენტიფიცირება.

იხილეთ ასევე:

აღმზრდელების სამი დონე - „მესამე კომპეტენციის დონის მასწავლებელსაც გაუჭირდება იმ კურიკულუმის მოდელში მუშაობა, რომელიც შექმნილია პირველი დონისთვის“

რა საკითხებზე როგორი პასუხების გაცემა უწევს ბაღის საგანმანათლებლო პერსონალს თვითშეფასებისას - „ჩემი სამუშაო საათები მოიცავს ბავშვებთან საკონტაქტო და არასაკონტაქტო დროს“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი