დღის თემა
etaloni.ge
განათლების სამინისტრომ სკოლამდელ აღზრდაზე გამოცდილება ტაჯიკეთს გაუზიარა
18.09.2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა , USAID ეგიდით, „ვისწავლოთ ერთად (LTA)“-ს ფარგლებში, საქართველოსა და ტაჯიკეთის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ სტრატეგიებს შორის მსგავსებისა და განათლების ხარისხის ინკლუზიური გზით გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობის გათვალისწინებით, ტაჯიკეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იუწყება, ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს საგანმანათლებლო რეფორმების გამოცდილების გაზიარება, ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, სადაც სკოლამდელ განათლებაზეც ისაუბრეს.

„შეხვედრის ფარგლებში, ტაჯიკეთის მხარეს წარედგინა პრეზენტაცია ცენტრის ძირითადი საქმიანობის შესახებ, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ტაჯიკეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციამ დადებითად შეაფასა ცენტრის საქმიანობა და ხაზი გაუსვა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე ცენტრის ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვნებას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მზადყოფნას გამოთქვამს ყველა დაინტერესებულ მხარეს გაუზიაროს ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ შეხვედრებისა და კონსულტაციების ფორმატში“, - ნათქვამია განათლების ხარისხის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე:

„საბავშვო ბაღების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესს ბოლომდე მივიყვანთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი

გიორგი ამილახვარი: თუ მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილისთვის ნაადრევია სკოლაში შეყვანა, უფლება აქვს დატოვოს ბაღში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი