კურიკულუმი მხოლოდ ბავშვზე არ უნდა იყოს მორგებული, არამედ აღმზრდელზეც, - აღნიშნულია ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელოში, სადაც მასწავლებლის კომპეტენციის დონეებია გამოყოფილი.
აღმზრდელების სამი დონე:
I დონე - მასწავლებელი იყენებს მზა რუტინულ მასალას, როგორიცაა სამუშაო ფურცლები. არ ხდება მასალის კრიტიკული შეფასება და გამოყენებულია იზოლირებულ აქტივობებში.
II დონე - მასწავლებლი ცდილობს ინტეგრირება გაუკეთოს დაუგეგმავად წამოჭრილ საკითხებს და ყველა სწავლების სფეროს, მაგრამ ის შეიძლება ყოველთვის წარმატებულად ვერ ართმევდეს თავს.
III დონე - მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს ფართო თემებზე, რომელიც დაკავშირებულია თითოეულ სწავლების სფეროსთან და ასევე იღებს საკმაოდ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს კურიკულუმის ბავშვების საჭიროებებზე ადაპტაციისთვის.
„სხვადასხვა კურიკულუმის მოდელი სხვადასხვა კომპეტენციის დონის მქონე მასწავლებელზეა მორგებული. რადგან ეს კომპეტენციის დონეები არ არის საფეხურეობრივი, მესამე კომპეტენციის დონის მასწავლებელსაც გაუჭირდება იმ კურიკულუმის მოდელში მუშაობა, რომელიც შექმნილია კომპეტენციის პირველი დონის მასწავლებლისთვის. შესაბამისად, თუ მიღებული კურიკულუმის მოდელი არ შეესაბამება ქვეყანაში ან ბაღში მომუშავე აღმზრდელების კომპეტენციის დონეს, აუცილებელია მათი გადამზადება, რათა ეფექტური მოდელი გამოდგეს“, - წერია სახელმძღვანელოში.
იხილეთ ასევე:
„აღმზრდელებისთვის 66 საათიანი ტრენინგი სავალდებულო არ არის“ - ნინო ხითარიშვილი
მშობლებს შეეძლებათ, პირველი ორი კვირის განმავლობაში ბავშვთან ერთად ბაღს 3 საათით ესტუმრონ