დღის თემა
etaloni.ge
მშობლებს შეეძლებათ, პირველი ორი კვირის განმავლობაში ბავშვთან ერთად ბაღს 3 საათით ესტუმრონ
17.09.2023

„ბაღი გამოთქვამს მზაობას, ხელი შეუწყოს ბავშვის ტრანზიციას, რისთვისაც მშობელი შეძლებს, შვილთან ერთად საბავშვო ბაღში დაჰყოს შეგუების პროცესისთვის საჭირო დრო არაერთი დღის მანძილზე“, - ნათქვამია მარტვილის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარტვილის და სხვა მრავალი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი, 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ხვალ, 18 სექტემბერს, იწყება. სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი მშობლებს ურჩევს, როგორ მოიქცნენ:

„ტრანზიციის მიზნით, მშობელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო წლის პირველი ორი კვირის მანძილზე შეძლებს ბავშვთან ერთად საბავშვო ბაღს ესტუმროს 3 საათით, შემდეგ კი შეამციროს აღნიშნული დრო მინიმუმადე და, საბავშვო ბაღის პერსონალთან თანამშრომლობით, მინიმუმადე დაიყვანოს ბავშვში ტრანზაციით გამოწვეული „სტრესი“.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საბავშვო ბაღში ყოფნის პერიოდში, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, ბახილებისა და ერთჯერადი ხალათების (რომელსაც მიაწვდის დაწესებულება) გამოყენებით, შეძლებს დააკვირდეს როგორც საგანმანათლებლო-სააღმზრდელო, ასევე, კარტოთეკის შესაბამისად, საკვების მომზადებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის პროცესებს. გელით სიყვარულითა და ეფექტური თანამშრომლობის იმედით“.

იხილეთ ასევე:

„აღმზრდელებისთვის 66 საათიანი ტრენინგი სავალდებულო არ არის“ - ნინო ხითარიშვილი

„ფუნქციურად დაიტვირთა ეზოს გარე სივრცეები, სადაც ბავშვებს ხალისიანი თავგადასავლები ელოდებათ“ - როგორ ხვდებიან საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი