სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, ოჯახთან და თემთან კომუნიკაციის მეთოდოლოგია, სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიური გზამკვლევი, ავტორიზაციის გზამკვლევი - ეს ოთხი დოკუმენტი განათლების სამინისტროს უკვე მზად აქვს. მიმდინარე წლის ბოლომდე კი, ამ ოთხის ჩათვლით, სულ 5 დოკუმენტის შემუშავებაა დაგეგმილი.
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ხითარიშვილმა „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიური გზამკვლევის“ პროექტის საჯარო განხილვის დროს განაცხადა, წლის ბოლომდე კვების უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებული გზამკვლევიც დამზადდება. მომდევნო წელს კი, სტანდარტით გათვალისწინებული ყველა საკითხის შესახებ შემუშავდება შესაბამისი დოკუმენტი.
„2024 წლის დასაწყისიდან, ყველა ის საკითხი, რომელიც სტანდარტით არის გათვალისწინებული, თქვენთვის მომზადდება შესაბამისი ინსტრუმენტებით და გზამკვლევებით. 2024 წელი მთლიანად დაეთმობა ამ დოკუმენტების მომზადებას, თქვენს ტრენინგებს, თქვენს გაძლიერებას, რადგან სულ რაღაც ერთი წელი გვრჩება და მერე იწყება ავტორიზაციების პროცესი. ამიტომ, 2024 წელს ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად და ნაყოფიერად გამოვიყენებთ. წელს ეს 5 დოკუმენტი იმის მიხედვით შევარჩიეთ, რომ თითო სტანდარტიდან თითო საკითხი მოგვემზადებინა და ეს არის ის, რაც იყო შედარებით ახალი, რაც აქამდე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაღებს ჰქონოდათ“, - ამბობს ხითარიშვილი.
სკოლამდელი განათლების სპეციალისტის განცხადებით, 1007 საბავშვო ბაღის თვითშეფასება უკვე დასრულებულია და დოკუმენტებიც იმის მიხედვით მომზადდა, რაც ამ პროცესში პრიორიტეტული ჩანდა.
იხილეთ ასევე: