დღის თემა
etaloni.ge
„საბავშვო ბაღების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესს ბოლომდე მივიყვანთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი
15.09.2023

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ძალიან მძიმე მდგომარეობა დახვდა და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტებს დაუქვემდებარონ, - აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს, 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ჩვენ დავიწყეთ 1000-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომელიც მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტია. ეს არის წლების მიხედვით გადანაწილებული პროექტი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მოტივაცია, მთავარი მიზანი არის ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი შვილები სწავლობდნენ ევროპული სტანდარტების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლებში, ბაღებში და ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ. იცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო სკოლებსა და ბაღებში ყველგან და რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ბოლო 10 წელიწადში ძალიან ბევრი სკოლა აშენდა, ბევრი რეაბილიტირდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. ამიტომ, ეს საკითხი გადაწყვეტილია და მიმდინარეობს ძალიან კარგი ტემპით“, - ამბობს ღარიბაშვილი.

იხილეთ ასევე:

რა საკითხებზე როგორი პასუხების გაცემა უწევს ბაღის საგანმანათლებლო პერსონალს თვითშეფასებისას - „ჩემი სამუშაო საათები მოიცავს ბავშვებთან საკონტაქტო და არასაკონტაქტო დროს

საბავშვო ბაღებს ავტორიზაციისთვის განათლების სამინისტრო მატერიალური რესურსით ვერ დაეხმარება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი