დღის თემა
etaloni.ge
რა შემთხვევაში ეთვლება საპატიოდ საბავშვო ბაღის თანამშრომელს დაგვიანება ან გაცდენა
14.09.2023

ყველა თანამშრომელი ვალდებულია, დროულად გამოცხადდეს და დარჩეს სამუშაო საათების დამთავრებამდე სამსახურში, - წერია თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სტრატეგიაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თუ თანამშრომელს არ შეუძლია გამოცხადდეს ან იგვიანებს სამსახურში საპატიო მიზეზით - ავადმყოფობა, დროებითი შრომისუუნარობა, ოჯახური მდგომარეობა და სხვა, იგი წინასწარ, ერთი დღით ადრე ან სამუშაო დროის დაწყებამდე, ატყობინებს არგამოცხადების ან დაგვიანების მიზეზს ორგანიზაციის ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს.

საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს სამსახურში დაგვიანება, რომლის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 20 წუთს. თუმცა, თუ დაგვიანებას სისტემატური ხასიათი აქვს, ის არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.

იხილეთ ასევე:

ბაღის თანამშრომელს ეკრძალება დამატებითი თანხის ან საჩუქრის მიღება გარდა ყვავილებისა - 9 აკრძალვა-ვალდებულება

აღმზრდელებს შეუძლიათ, ერთი სასწავლო წლით ადრე დაგეგმონ თავიანთი პროფესიული განვითარება - საკვალიფიკაციო მოთხოვნები სხვადასხვა ქვეყნებში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი