დღის თემა
etaloni.ge
ახალი ბაღის მშენებლობა 831 800 ლარი ჯდება - თმოგვის ბაღი ოთხ სოფელს მოემსახურება
11.11.2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობის ღირებულება, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით,  831 800 ლარს შეადგენს.

თმოგვში ახალი ორსართულიანი საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც გათვლილია სამოც აღსაზრდელზე.

„პროექტით გათვალისწინებულია ბავშვთა სათამაშო და საძინებელი ოთახების, სველი წერტილების, დარბაზის, პერსონალის, ექიმის ოთახისა და პროდუქტების საწყობის მოწყობა. ასევე  ეზოს სრული რეაბილიტაცია.

„მომავალი წლისათვის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვის  ახლად აშენებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები, ასევე სოფლების: ნაქალაქევის, ფიის და მირაშხნის აღსაზრდელები. ბავშვთა ტრანსპორტიერებას უზრუნველყობს ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება. აღნიშნული პროექტის სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება“ - წერია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი