დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი დაწესებულების მეთოდისტებს საბავშვო ბაღები კენჭისყრით გადაუნაწილეს
13.09.2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრში მეთოდისტებს საკურატორო ბაღები გადაუნაწილდა, - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი ცენტრი ავრცელებს.

ბაღების გადანაწილება დახურული კენჭისყრის შედეგად მოხდა და მასში ცენტრის ყველა მეთოდისტმა მიიღო მონაწილეობა.

კენჭისყრის პროცესს ზედამხედველობა-მონიტორინგს, სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია უწევდა.

„ყოველი ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყების წინ, სსდმ ცენტრის მეთოდისტები, ცენტრს დაქვემდებარებულ ბაღებში, საკუთარი უფლებმოსილების ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობას, სწორედ ამ პრინციპით შეჩეულ საბავშვო ბაღებში ახორციელებენ“, - ნათქვამია გავრცელეულ ინფორმაციაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 63 საჯარო საბავშვო ბაღია.

იხილეთ ასევე:

აღმზრდელმა შემეცნებითი სათამაშოები შექმნა - „მოუთმენლად ველით ჩვენს პატარებს“

„დარჩით შვილებთან ერთად“ – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მშობლებს აფრთხილებს
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი