სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დამტკიცებულ „ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგიაში“ ჩამოთვლილია ის ქმედებები, რომელთა განხორციელებაც საბავშვო ბაღის თანამშრომლისთვის ვალდებულებაა ან ეკრძალებათ.
აკრძალვა-ვალდებულებები:
► ბაგა-ბაღის თანამშრომლები ვალდებულნი არიან, მოქალაქეებთან ურთიერთობისას იყვნენ თავაზიანები და უწევდნენ მათ პროფესიულ კონსულტაციას თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე.
► თანამშრომლებს მოეთხოვებათ, შეასრულონ შრომითი ვალდებულებები, დაიცვან შინაგანაწესი და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობები. მათ ევალებათ, შეასრულონ დებულებები, ხელმძღვანელის ბრძანებები და სხვა აქტები.
► ბაგა-ბაღის თანამშრომლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას ეკრძალებათ დამატებითი თანხის ან საჩუქრის მიღება გარდა ყვავილებისა.
► ეკრძალებათ ყველა ის ქმედება, რაც უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და მის განვითარებაზე.
► თანამშრომლებს არ აქვთ ბაგა-ბაღის შენობასა და ეზოში სიგარეტის მოწევის უფლება.
► თანამშრომელს ეკრძალება სამსახურში ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ მოსვლა ან სამსახურში ალკოჰოლის მიღება.
► ევალებათ, დაიცვან ტექნიკური მოწყობილობების გამოყენების წესი, პასუხი აგონ მათი განზრახ დაზიანებების შემთხვევაში.
► ევალებათ, დაიცვან მატერიალური ფასეულობებისა და დოკუმენტების შენახვის წესი, იზრუნონ ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაციაზე, დროულად და გულისყურით შეასრულონ დავალებები, სამუშაოები, მითითებები, იზრუნონ შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებაზე, დაიცვან ჰიგიენური წესები.
► ბაღის თანამშრომლის მიერ განხორციელებული მობილური და საერთაშორისო ზარები მხოლოდ მათ სამსახურეობრივ საქმიანობას უნდა უკავშირდებოდეს.
იხილეთ ასევე:
რა უნდა იცოდეს საბავშვო ბაღის დირექტორმა და რა შედის მის უფლება-მოვალეობებში