ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში განთავსდება მაცივრები რძის პროდუქტებისთვის - რა მოთხოვნები აქვს საბავშვო ბაღების გაერთიანებას
საბავშვო ბაღებში პროდუქტების შესატანად სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებები ტენდერებს აცხადებენ. როგორი რძე და რძის პროდუქტები შევა ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებში, ადგილობრივი ბაღების გაერთიანების სატენდერო დოკუმენტაციის მაგალითზე მოგიყვებით.
პასტერიზებული ნატურალური რძე
- პასტერიზებული ნატურალური ძროხის რძე, არააღდგენილი;
- მცენარეული ცხიმების გარეშე;
- კონსისტენცია ერთგვაროვანი;
- არადამახასაიათებელი სუნისა და გემოს გარეშე,
- მავნე ქიმიურ ელემენტების გარეშე;
- მოწოდებული რძის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა: საერთო ვადის არანაკლებ 80%;
- შენახვის ვადა: 7-15 დღე;
- ცხიმის მასიური წილი: 2.5-3,5%;
- დაფასოება: 1ლტ;
მაწონი
- დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული რძისაგან, მცენარეული ცხიმების გარეშე, ქარხნული წესით;
- კონსისტენცია ერთგვაროვანი;
- არადამახასაიათებელი სუნის და გემოს გარეშე
- მაწონი არ უნდა იყოს მჟავე;
- მავნე ქიმიურ ელემენტების გარეშე;
- მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა: საერთო ვადის არანაკლებ 80%;
- ცხიმის მასიური წილი: 3.2%;
- დაფასოება: ჰერმეტულად დახურული, 1-5კგ;
არაჟანი
- დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული რძისაგან, მცენარეული ცხიმების გარეშე;
- არადამახასიათებელი გემოს გარეშე;
- მავნე ქიმიურ ელემენტების გარეშე;
- მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა: საერთო ვადის არანაკლებ 80%
- ცხიმიანობა: 12-15%,
- დაფასოება: ჰერმეტულად დახურული, 0.4 -2კგ;
ნაღების კარაქი
- თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული ძროხის რძის პასტერიზებული ნაღებისგან (რძის სეპარირების შედეგად მიღებული მაღალი ცხიმშემცველობის ძროხის რძის თხევადი ნაწარმი, რძის პლაზმისა და ცხიმის ემულსია). დაუშვებელია, წარმოებაში გამოყენებულ იქნას მცენარეული ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.
- არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე;
- ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი ნაღების კარაქისთვის;
- დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს;
- მავნე ქიმიურ ელემენტების გარეშე;
- რძის ცხიმის შემცველობა კარაქში: არანაკლებ 80%.
- წყლის შემცველობა: არაუმეტეს-16%;
- გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა: არაუმეტეს-2%;
- დაფასოება 1 კგ-დან 5 კგ-მდე;
სუფრის ყველი
- დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული რძისაგან, მცენარეული ცხიმების გარეშე, ნაკლებად მარილიანი, წათხის რბილი ყველი,
- არადამახასაიათებელი გემოს გარეშე;
- დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს;
- მავნე ქიმიურ ელემენტების გარეშე;
- მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა: საერთო ვადის არანაკლებ 80%;
- მშრალი ნივთიერების შემცველობა: არანაკლებ-40%;
- მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა: 25-40%;
- მარილი: 0.5-1.5%;
- შეფუთვა; ქარხნული წესით, ჰერმეტულად დახურული ვაკუუმშეფუთვა;
- დაფასოება: 0.5 -5კგ;
ხაჭო
- დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული რძისაგან, მცენარეული ცხიმების გარეშე;
- თეთრი მოყვითალო ფერის;
- სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე;
- მავნე ქიმიურ ელემენტების გარეშე;
- მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისანობის ვადა: საერთო ვადის არანაკლებ 80%;
- რძის შემადგენელი კომპონენტის მასიური წილი: არანაკლებ-75%;
- ცხიმიანობა: 6-9%.
- დაფასოება: ჰერმეტულად დახურული, 1 -5კგ-იან;
საბავშვო ბაღების გაერთიანების მოთხოვნაა, რომ რძის პროდუქტების ტრანსპორტირება განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც დაცული იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. თითოეული მანქანა-რეფრეჟერატორი უნდა იყოს აღჭურვილი ტემპერატურული რეჟიმების გადამოწმების მექანიზმით - რეკორდერით.
მიმწოდებელი ვალდებულია ყველა საბავშვო ბაღში განათავსოს საჭირო რაოდენობის მაცივრები და უზრუნველყოს რძის პროდუქტების მიწოდების მთელი პერიოდის განმავლობაში მათი გამართული მუშაობა;
მაცივრის/მაცივრების დაზიანების ან/და სხვა რაიმე მიზეზით მისი/მათი ექსპლოატაციაში ყოფნის შეუძლებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი/მათი გამართულ მდგომარეობაში მოყვანა ან ახლით შეცვლა;
საბავშვო ბაღებში განთავსებული მაცივრები უნდა აკმაყოფილებდეს საქონლის შენახვის ყველა პირობას.
საქონლის ლაბორატორიული შემოწმება:
მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის შემდეგ, თავისი ხარჯებით წარმოადგინოს საქონლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი, მათ შორის:
1) ტყვის შემცველობა რძის პროდუქტებში;
2) ცხოველური ცხიმის შემცველობა;
3) ნჩჯბ კოლიფორმები
4) S. aureus
5) პათოგენური მიკროორგანიხმები მ.შ. Salmonella;
6) Listeria monocytogenes;
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად კვირაში ორჯერ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე 36 საბავშვო ბაღში
31 დეკემბრამდე რძისა და რძის პროდუქტების მიწოდება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის, 31 დეკემბრამდე, გაერთიანებას დაახლოებით 328 150 ლარი დაუჯდება.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღის თანამშრომლებს სპეცტანსაცმელი შეუძინეს - „უნიფორმები დამზადებულია ნატურალური ქსოვილისაგან“
აღმზრდელმა შემეცნებითი სათამაშოები შექმნა - „მოუთმენლად ველით ჩვენს პატარებს“