დღის თემა
etaloni.ge
პროექტი საბავშვო ბაღებისთვის, რომელიც საჯაროდ განიხილება - წინადადებების გასაგზავნად ორი დღე გაქვთ
12.09.2023

განათლების სამინისტრომ, ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ქვეპროგრამის ფარგლებში შემუშავებული „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ოჯახთან და თემთან კომუნიკაციის მეთოდოლოგიის“ პროექტის განხილვის მიზნით, ონლაინ რეჟიმში პროექტის საჯარო განხილვა დაგეგმა.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იტყობინება, დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება იწარმოებს 11.09.2023-დან 14.09.2023-ის 18:00-მდე.

წინადადებების გამოგზავნა შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: Mariami.gog@gmail.com; v.khelisupali@gmail.com;

ონლაინ შეხვედრაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

შეხვედრაზე დასწრებისთვის, ჩანიშნულ დროს - 15 სექტემბერი 11:00-12:00 საათი, უნდა ეწვიოთ ამ ბმულს:

ონლაინ შეხვედრაზე დასასწრები ბმული

ბმულზე შესვლისას გამოიყენეთ: ID - 466 123 9194, პაროლი - 1234

იხილეთ დოკუმენტის პროექტი

ასევე იხილეთ:

ბაღებში ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის პროექტს განათლების სამინისტრო საჯაროდ განიხილავს - შეხვედრაზე დასწრების დეტალები

განათლების სამინისტრომ ბაღების თვითშეფასების პროცესისთვის 21 კადრი გადაამზადა - ტრენინგები ორ ნაკადად წარიმართა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი