დღის თემა
etaloni.ge
ბაღებში ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის პროექტს განათლების სამინისტრო საჯაროდ განიხილავს - შეხვედრაზე დასწრების დეტალები
12.09.2023

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის პროექტის განხილვას საჯაროდ გეგმავს.

„გაცნობებთ, რომ ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ქვეპროგრამის ფარგლებში შემუშავებული „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის“ პროექტის განხილვის მიზნით 2023 წლის 15 სექტემბერს 12:00 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვა დისტანციურ რეჟიმში“, - ნათქვამია აღნიშნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ონლაინ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია დაინტერესებული პირებისთვის. ამისათვის ჩანიშნულ დროს - 15 სექტემბერი, 12:00-13:30 საათი, უნდა ეწვიოთ ამ ბმულს:

ონლაინ შეხვედრაზე დასასწრები ბმული

ბმულზე შესვლისას გამოიყენეთ: ID - 466 123 9194, პაროლი - 1234

იხილეთ ასევე:

განათლების სამინისტრომ ბაღების თვითშეფასების პროცესისთვის 21 კადრი გადაამზადა - ტრენინგები ორ ნაკადად წარიმართა

18 სექტემბერს გაიხსნება ბაღი, რომელიც 250-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებს - რა სიახლით ხვდება თბილისი ახალ სასწავლო წელს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი