დღის თემა
etaloni.ge
„დარჩით შვილებთან ერთად“ – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მშობლებს აფრთხილებს
12.09.2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი ხვალიდან, 12 სექტემბრიდან იწყება.

ადგილობრივი სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება მშობლებს, ბავშვებს, აღმზრდელებს, საბავშვო ბაღებში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და მშობლებისთვის მიმართვას ავრცელებს.

„ოჯახიდან საბავშვო ბაღში ტრანზიციის პირველი დღეები ძალიან სათუთი პროცესია ბავშვის ცხოვრებაში. ამიტომ, მშობლებო, გთხოვთ, გაითვალისწინეთ ეს და იყავით თქვენი შვილების მხარდამჭერები ახალ გარემოში. გარკვეული პერიოდი დარჩით მათთან ერთად საბავშვო ბაღში და გაუადვილეთ ახალი გარემოს, მეგობრების, აღმზრდელების გაცნობისა და ნდობის მოპოვების პროცესი.

აღმზრდელები და სრულიად ბაღის პერსონალი კი დიდი სიყვარულით ელოდებიან თავიანთ აღსაზრდელებს ბაღში. მათ ბევრი იშრომეს იმისათვის, რომ საინტერესო და სახალისო გარემო დახვდეთ ბავშვებს ბაღში და თავი ბედნიერად იგრძნონ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე:

18 სექტემბერს გაიხსნება ბაღი, რომელიც 250-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებს - რა სიახლით ხვდება თბილისი ახალ სასწავლო წელს

განათლების სამინისტრომ ბაღების თვითშეფასების პროცესისთვის 21 კადრი გადაამზადა - ტრენინგები ორ ნაკადად წარიმართა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი