„ეტალონისა“ და „სკოლამდელების“ დამფუძნებელმა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა თავის შვილიშვილს, ალექსანდრე კახიანს წერა-კითხვა, მათემატიკური უნარები და აზროვნება თავისივე შექმნილი უნიკალური წიგნი-რვეულით, „პირველკლასელთა აკადემიით“ ასწავლა.
მოგეხსენებათ, ბაბუამ საკუთარი და სხვათა შვილიშვილებისთვის პირველკლასელთა გზამკვლევი მაშინ შექმნა, როდესაც ალექსანდრე პირველ კლასში იყო, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო სკოლაში სიარულის საშუალება არ ჰქონდა.
ბაბუამ და შვილიშვილმა, პანდემიის დროს, „პირველკლასელთა აკადემიის“ მიხედვით, ვიდეოგაკვთილები ჩაწერეს და სხვებსაც ურჩევენ მსგავსი მხიარული გაკვეთილებით შეასწავლონ პატარებს ქართული ანბანი, თვლა და, საერთოდ, აზროვნება. ეს წიგნი ასევე ერთგვარი გზამკვლევი გახლავთ დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის.
როგორ ვითამაშოთ სიტყვობანა და რიცხვობანა, რამდენი სიტყვა და როგორ შეიძლება შეადგინოთ სიტყვისგან „ბადრიჯანი“, როგორ განუვითაროთ ბავშვს ხელის მოტორიკა, როგორ ვასწავლოთ ფერები? ამისათვის აქ მოცემულ ვიდეოს უნდა უყუროთ, თავადაც ბავშვობაში დაბრუნდეთ და პატარასთან „წაგებულმა“ მხიარულად იცეკვოთ. პირველ რიგში კი, თქვენი პირველკლასელი შვილი უნდა აღიაროთ პიროვნებად და მოეპყროთ, როგორც თანასწორს!
ვიდეოგაკვეთილი N13
იხილეთ ასევე: