განათლების სამინისტრომ ბაღების თვითშეფასების პროცესისთვის 21 კადრი გადაამზადა - ტრენინგები ორ ნაკადად წარიმართა
ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების მხარდამჭერი სპეციალისტების ახალი ნაკადისთვის მორიგი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა.
შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა.
„ტრენინგ კურსი ორი ნაწილისგან შედგება და ტექნიკური და შინაარსობრივ საკითხებს აერთიანებს. მისი მიზანია თვითშეფასების დამხმარე სპეციალისტებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით და ასევე, თვითშეფასების კითხვარის შინაარსობრივი საკითხების შესახებ. ტრენინგები ორ ნაკადად წარიმართა და მას 21 თვითშეფასების მხარდამჭერი სპეციალისტი ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ხორციელდება ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასება. პროცესი უკვე დაასრულა 1007 დაწესებულებამ, ხოლო სექტემბერ-ოქტომბრის თვეში დაგეგმილია 700-ზე მეტი საბავშვო ბაღის თვითშეფასების განხორციელება.