შფოთვის, დაუცველობის შეგრძნების და შიშის განცდის გამო ბავშვებს მარტო დაძინება ხშირად უძნელდებათ, რის გამოც ისინი მშობლებთან ძილს არჩევენ, - აღნიშნულია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც შესაბამისი რჩევებიც არის მოცემული
თუ თქვენს შვილსაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ყურადღებით გაეცანით ამ რჩევებს:
► შეინარჩუნეთ ბავშვის ოთახში სიმშვიდე -კომპიუტერის, ტელევიზორის ან სმარტფონის გამოსხივება ბავშვს ჩაძინებაში ხელს შეუშლის;
► მიაჩვიეთ ბავშვი ძილის წინ ჩასატარებელ ჰიგიენურ პროცედურებს - ჰიგიენური პროცედურების რეგულარულად ჩატარება ბავშვს ძილისადმი უფრო დადებითად განაწყობს;
► არ დარჩეთ ბავშვის ოთახში დიდხანს - ბავშვის საძინებელი იქამდე უნდა დატოვოთ, ვიდრე მას ჩაეძინება;
► ბავშვი კარგი ქცევისთვის ხშირად დაასაჩუქრეთ - მან უნდა გააცნობიეროს, რომ მის სიმამაცეს მშობლების მხრიდან სათანადო ჯილდო და აღიარება მოყვება;
► იყავით თანმიმდევრული და პრინციპული - თუ თქვენი შვილი შუაღამით საძინებელში შემოდის და თქვენს საწოლში დაწოლას ითხოვს, ის თავის ოთახში უნდა დააბრუნოთ.
იხილეთ ასევე:
როგორ აშენდება კედლები, სკოლამდელ ასაკზეა დამოკიდებული - ბავშვის თავის ტვინი და შენობის არქიტექტურა