დღის თემა
etaloni.ge
ვინ შეიძლება დაინიშნოს საბავშვო ბაღის დირექტორის მოადგილედ და რა შედის მის უფლება-მოვალეობებში
11.09.2023

„დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება. სასურველია, ჰქონდეს მენეჯმენტის და განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება. იგი უნდა ფლობდეს ბავშვის ადრეული განვითარების, განათლების, პოზიტიური ქცევის და კლასის მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომებს. ასევე იცნობდეს ბავშვის უფლებების კონვენციას, მოტივირებული იყოს, აიმაღლოს კვალიფიკაცია, ფლობდეს კომუნიკაციისა და ჯგუფში მუშაობის უნარებს“, - აღნიშნულია თბილისის ბაგა-ბაღებისთვის  მოქმედი მართვის სტრატეგიაში, სადაც ასევე გაწერილია ამ თანამდებობაზე მყოფი პირის უფლება-მოვალეობები.

დირექტორის მოადგილის უფლება-მოვალეობები

► ექვემდებარება ბაგა-ბაღის დირექტორს;

► დირექტორის მოვალეობას ასრულებს, თუ დირექტორს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა შრომისუუნარობის ან სხვა მიზეზის გამო;

► დირექტორთან ერთად ახორციელებს ბაგა-ბაღის შიდა მონიტორინგს;

► დირექტორთან შეთანხმებით აწარმოებს საქმიან მოლაპარაკებებს, ზედამხედველობას უწევს ადმინისტრაციული და სხვა ტექნიკური საკითხების მოგვარებას;

► ვალდებულია, დაესწროს თანამშრომელთა შეკრებებს, თუ საპატიო მიზეზით ვერ ახერხებს დასწრებას, ამის შესახებ ხელმძღვანელს წინასწარ, ერთი დღით ადრე უნდა შეატყობინოს. სამჯერ ზედიზედ არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამშრომელს შენიშვნას აძლევს.

იხილეთ ასევე:

რა უნდა იცოდეს საბავშვო ბაღის დირექტორმა და რა შედის მის უფლება-მოვალეობებში

როგორ უნდა მოიქცეს აღმზრდელი, თუ ბავშვი ბაღში არ ჭამს - „საკვები არ უნდა დააძალონ და ექიმით, ნემსით ან ზღაპრის ბოროტი გმირებით არ უნდა დააშინონ“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი