დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღები, სადაც კითხვარების შევსების სამუშაო პროცესი ამ კვირიდან იწყება
11.09.2023

ხონის ბაგა-ბაღების გაერთიანების დაქვემდებარებაში შემავალ საბავშვო ბაღებში განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ შემუშავებული თვითშეფასების კითხვარების შევსება დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაბა-ბაღების გაერთიანება ავრცელებს.

25 სექტემბრამდე 10 საბავშვო ბაღი შეავსებს კითხვარს, ხოლო მომდევნო ათი ბაღისათვის ეს პროცესი 2 ოქტომბრიდან დაიწყება.

„ამ საკითხებში საბავშვო ბაღებს დაეხმარება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი სალომე ხარაბაძე. საბავშვო ბაღის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე ჩატარდა. კითხვარების შევსების სამუშაო პროცესი მომდევნო კვირიდან დაიწყება“, - აღნიშნულია 7 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ:

თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა ამოქმედდა - პროცესი 581-მა საბავშვო ბაღმა დაასრულა

„თუ საბავშვო ბაღმა არ იცის, რა მიმართულებით მიდის, აუცილებლად აღმოჩნდება სადღაც სხვაგან“ – „ხედვა“ ახალი პროექტით

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი