დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებს ავტორიზაციისა და თვითშეფასების დეტალები გააცნეს - შეხვედრაზე პლატფორმაზე მუშაობის სპეციფიკა განიხილეს
11.09.2023
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, მუნიციპალიტეტებისა და დაწესებულებების გაძლიერების მიზნით მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.

როგორც აღნიშნული უწყება იუწყება, ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ქვეპროგრამის ფარგლებში ორგანიზებული შეხვედრები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებისა და გაერთიანების წარმომადგენლებისთვის საბავშვო ბაღების ავტორიზაციის და თვითშეფასების პროცესებთან დაკავშირებით ცნობიერების გაზრდას და შესაძლებლობების გაძლიერებას.

ონლაინ ფორმატის შეხვედრას ესწრებოდნენ იმ მუნიციპალიტეტისა და გაერთიანების წარმომადგენლები, რომელთა ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაღებშიც სექტემბერ-ოქტომბრის თვეში განხორციელდება დიაგნოსტიკური თვითშეფასება. შეხვედრებმა 21 მუნიციპალიტეტისა და გაერთიანების 50-მდე წარმომადგენელი მოიცვა. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ავტორიზაციის და თვითშეფასების პროცესის მიმდინარეობას. ასევე, მათ როლს თვითშეფასების პროცესში და პლატფორმაზე მუშაობის სპეციფიკას.

„მსგავსი ფორმატის შეხვედრები ეტაპობრივად განხორციელდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლისთვის. ჯამში ჩატარდა 6 ონლაინ ფორმატის შეხვედრა და მას 68 მუნიციპალიტეტისა და 68 საბავშვო ბაღების გაერთიანების 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობის ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს მხარდამჭერი აქტივობების განხორციელებას“, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე:

ბაღის აღმზრდელების რჩევები დამწყებებს - „უნდა დაიმშვიდოთ ნერვები... ბავშვები ახალგაზრდობას გაგიხანგრძლივებენ“

13 აუცილებელი პოზიცია საბავშვო ბაღში - რა დროს შეუძლია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სხვა პერსონალის დაქირავება
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი