კვების დროს ბავშვის ინტერესის გათვალისწინება და მათი ჩართულობა საკვების შერჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია, რითიც ისინი მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებას სწავლობენ, - აღნიშნულია თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სტრატეგიაში.
მინიმუმ კვირაში ერთხელ, აღმზრდელმა ბავშვებს მარტივი საკვების ორი ალტერნატიული ვარიანტი უნდა შესთავაზოს. მაგალითად, ვაფლი ან პეჩენია. ამ შემთხვევაში ბავშვს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ეძლევა და იმავე დღეს სამხარსა თუ საუზმეზე მიირთმევს მისთვის სასურველ საკვებს.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი უარს ამბობს საკვების მიღებაზე, მის აზრს პატივი უნდა ვცეთ. აღმზრდელებმა საკვები არ უნდა დააძალონ და ექიმით, ნემსით ან ზღაპრის ბოროტი გმირებით არ უნდა დააშინონ. აღმზრდელმა მხოლოდ ორგანიზმისთვის საკვების მნიშვნელობაზე უნდა გაუმახვილოს ბავშვებს ყურადღება და აღნიშნული საკვების მიღების პროცესი გაახალისოს.
იხილეთ ასევე:
როდიდან და რატომ უნდა შევიტანოთ ატამი პატარების რაციონში - პიურე და დესერტი