დღის თემა
etaloni.ge
არასოდეს შეხედოთ პირდაპირ მზეს - რა უნდა ვიცოდეთ მხედველობის შესახებ
11.11.2022

პრობლემა, რომელიც ხშირად ბავშვობიდან იჩენს თავს, მხედველობაა.

რა უნდა ვიცოდეთ თვალის შესახებ, როგორ გავუფრთხილდეთ მხედველობას, რა არ უნდა გავაკეთოთ და როგორ მივხვდეთ, რომ სათვალე გვჭირდება?

ამ დეტალებზე ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასოციაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით მოგიყვებით.  

რა უნდა ვიცოდეთ თვალის შესახებ

  • თვალი მხედველობის ორგანოა.
  • თვალის ფუნქციას ტვინი აკონტროლებს.
  • თვალს 6 კუნთი აქვს, თითოეული მათგანი თვალის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობას აკონ ტროლებს.
  • თვალის გუგა თვალში შემავალი სინათლის რაოდერნობას აკონტროლებს.
  • ბადურა მილიონობით ნერვული უჯრედისგან შედგება.
  • რქოვანა და ბროლი სინათლის ფოკუსირებას ახდენენ, ღეროები (ფოტორეცეპროტები) სინათლეს და სიბნელეს აღიქვამენ, კონუსები კი ფერებს არჩევენ.
  • თვალის შიგთავსი გამჭვირვალეა (მასში გახედვა შეგიძლია) და ადვილად დასათვალიერებელი;
  • გარკვეული ტიპის ვიტამინების, განსაკუთრებით ვიტამინ A-ს, ნაკლებობამ შესაძლოა მხედველობა გააუარესოს.
  • ტერმინში - მხედველობის დარღვევა, - გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხედველობა გაქვს დაქვეითებული და სათვალის ტარება გიწევს, იგულისხმება ისეთი პრობლემებიც, როგორიცაა: მხედველობის ველის ნაწილობრივი ამოვარდნა, სიბრმავე ან თვალის მექანიკური დაზიანება.
  • ოფთალმოლოგი თვალის ექიმია.

როგორ გავუფრთხილდეთ მხედველობას

  • იკითხეთ კარგ სინათლეზე;
  • კომპიუტერთან მუშაობისას დაასვენეთ თვალები და გაიხედეთ შორს ყოველ ნახევარ საათში;
  • არ უყუროთ ტელევიზორს, კომპიუტერის მონიტორს ქვემოდან ან ზემოდან;
  • გაიკეთეთ დამცავი სათვალე, როცა საქმე გაქვთ ნებისმიერ ქიმიურ ნივთიერებასთან, მუშაობთ ნახერხის მტვერთან, იყენებთ სამუშაო იარაღებს ან მუშაობთ მანქანასთან;
  • გაიკეთეთ სათვალე ქლორიან აუზში ცურვისას.

რა არ უნდა გავაკეთოთ

  • არ მოისრისოთ თვალები.
  • არასოდეს შეხედოთ პირდაპირ მზეს.
  • არასოდეს უყუროთ ხანგრძლივად მბრწყინავ საგნებს.
  • არ გამოიყენოთ სხვისი თვალის წვეთები და არც თქვენი ათხოვოთ სხვას.
  • არ გამოიყენოთ სხვისი პარფიუმერია (თვალის ფანქარი, ტუში და სხვ.) და არც თქვენი ათხოვოთ სხვას.
  • თუ რაიმე ჩაგივარდათ თვალში, არასოდეს ეცადოთ მის ამოღებას თავად.

როგორ მივხვდეთ, გვჭირდება თუ არა სათვალე

სათვალე მკურნალობის საშუალებაა, რომლის დახმარებითაც მხედველობის კორექცია ხდება. თუ მკაფიოდ ვერ ხედავ და საგნები ბუნდოვანია, შესაძლოა, თვალის შემოწმება და სათვალე დაგჭირდეთ.

როგორ უნდა მიხვდე საგნები ბუნდოვანია თუ არა?

თუ დაფაზე დაწერილს ვერ ხედავ, თუ ყველა საგანს ნაპირები ბუნდოვანი აქვს ან თუ ტელევიზოის საყურებლად ახლოს უნდა დაჯდე, მაშინ სავარაუდოდ, თვალის გამოკვლევა გჭირდებათ. სხვათა შორის, ეს პროცესი არ არის მტკივნეული.

კარგია, როცა სამყაროს მკაფიოდ ხედავ და მის ფერებს აღიქვამ!

იხილეთ ასევე:

სტომატოლოგის პრაქტიკული რჩევები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ფრჩხილებს იკვნეტს - რჩევები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი