დღის თემა
etaloni.ge
13 აუცილებელი პოზიცია საბავშვო ბაღში - რა დროს შეუძლია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სხვა პერსონალის დაქირავება
08.09.2023

თბილისის ბაგა-ბაღების დღეს მოქმედი მართვის სტრატეგიის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, აღსაზრდელთა ხარისხიანი მომსახურებისთვის, უნდა არსებობდეს იქ მომუშავე ძირითადი და დამატებითი პერსონალის სია, რომელიც სარეკომენდაციო იქნება ბაგა-ბაღების დამფუძნებლისათვის. საბავშვო ბაღს ასევე გაწერილი უნდა ჰქონდეს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების წერილობითი გეგმა, პერსონალის დოკუმენტაცია.

სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვების სათანადო განვითარებისათვის ძირითადი პერსონალის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს:

► დირექტორი;

► დირექტორის მოადგილე;

► საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი (მეთოდისტი);

► სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი;

► ჯანმრთელობის და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი (ექიმი ან ექთანი);

► აღმზრდელი;

► აღმზრდელის თანაშემწე (ძიძა);

► მუსიკის პედაგოგი;

► მზარეული;

► მზარეულის დამხმარე;

► დარაჯი /დაცვა;

► დამლაგებელი;

► მრეცხავი.

ბაგა-ბაღს შეუძლია, ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით, ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოსთან შეთანხმებით, დაიქირაოს დამატებითი პერსონალი. მაგალითად, დაიქირაოს სპეციალური პედაგოგი, თუ ბაღს ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. ასევე, დაიქირაოს  ფსიქოლოგი, როცა ბავშვებს აქვთ ემოციური თუ ქცევის სირთულეები და პედაგოგები ვერ ახერხებენ პრობლემების სისტემურად დაძლევას და ა.შ.:

► საქმისმწარმოებელი;

► სპეციალური პედაგოგი;

► ფსიქოლოგი;

► ლოგოპედი;

► მუშა;

► მებაღე და ა.შ.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღების სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიური გზამკვლევის განხილვაში მონაწილეობა ყველას შეგიძლიათ

ერთი სტანდარტის 7 მოთხოვნა - დოკუმენტები ბაღის თანამშრომლის იდენტიფიცირებისთვის, მშობლების ნებართვა...

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი