განათლების სამინისტრომ „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიური გზამკვლევის“ პროექტი გამოაქვეყნა.
პროექტის განხილვა საჯაროდ, ონლაინ რეჟიმშია დაგეგმილი.
„გაცნობებთ, რომ ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ქვეპროგრამის ფარგლებში შემუშავებული „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიური გზამკვლევის“ პროექტის განხილვის მიზნით 2023 წლის 11 სექტემბერს 11:00 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვა დისტანციურ რეჟიმში. დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება იწარმოებს 7.09.2023-დან 9.09.2023-ის 18:00-მდე. წინადადებების გამოგზავნა შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: Mariami.gog@gmail.com; v.khelisupali@gmail.com“, - ნათქვამია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე დღეს განიხილავენ ასევე „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის გზამკვლევს“.
ონლაინ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია დაინტერესებული პირებისთვის. დასწრებისთვის ჩანიშნულ დროს - 11 სექტემბერი 11:00-12:00 საათი, უნდა ეწვიოთ აქ მითითებულ ბმულს:
ონლაინ შეხვედრაზე დასასწრები ბმული
ბმულზე შესვლისას გამოიყენეთ:
ID: 466 123 9194, პაროლი: 1234
გზამკვლევი, რომლის განხილვაც 11 სექტემბერს არის დაგეგმილი, იხილეთ აქ მითითქბულ ბმულზე:
ბაღების სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიური გზამკვლევის პროექტი.
იხილეთ ასევე: