„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულებებში დასაქმებულებს, „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა“ ტრენინიგი საჩუქრად ჩაუტარა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება ავრცელებს.
„სპმთპ-ის „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ დახმარებით, ტრენინგის მონაწილეები დაეუფლნენ კომპიუტერის გამოყენების უნარებს, შეისწავლეს საოფისე პროგრამები და მიიღეს ინტერნეტსივრცეში მუშაობის გამოცდილება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე:
სად როდის იწყება საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი - მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი