„გაცნობებთ, რომ ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ქვეპროგრამის ფარგლებში შემუშავებული „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის გზამკვლევის“ პროექტის განხილვის მიზნით 2023 წლის 11 სექტემბერს 12:00 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვა დისტანციურ რეჟიმში", - ნათქვამია დღეს, 6 სექტემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში,
გაცნობებთ, რომ ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ქვეპროგრამის ფარგლებში შემუშავებული „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის გზამკვლევის“ პროექტის განხილვის მიზნით 2023 წლის 11 სექტემბერს 12:00 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვა დისტანციურ რეჟიმში.
გზამკვლევი, რომლის განხილვაც 11 სექტემბერს არის დაგეგმილი, იხილეთ აქ მითითქბულ ბმულზე:
ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის გზამკვლევი
დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება იწარმოებს 6.09.2023-დან 8.09.2023-ის 18:00-მდე. წინადადებების გამოგზავნა შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: Mariami.gog@gmail.com; v.khelisupali@gmail.com;
ონლაინ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია დაინტერესებული პირებისთვის. დასწრებისთვის ჩანიშნულ დროს (11 სექტემბერი 12:00-13:00 საათი) ეწვიეთ ბმულს:
ონლაინ შეხვედრაზე დასასწრები ბმული
ბმულზე შესვლისას გამოიყენეთ: ID - 466 123 9194, პაროლი - 1234
იხილეთ ასევე:
„ბაღის აღმზრდელებს აღარ ვუყურებთ, როგორც დაქირავებულ პერსონალს, მათ მხრებზე დგას კურიკულუმი“
სკოლამდელი დაწესეულებების სტანდარტის სამი კომპონენტის შეფასების კითხვარი - შევსება სავალდებულოა