წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და იისფერი - ეს ცისარტყელას ფერებია. 10 ასოსგან შემდგარი სიტყვა, „ცისარტყელა“ კი ისე შეგვძლია დავშალოთ, რომ მრავალი სიტყვა მივიღოთ.
თქვენ და თქვენს შვილებს მხიარულად და თამაშ-თამაშით სიტყვების შედგენაში მხიარული ბაბუა და შვილიშვილი - გოჩა ტყეშელაშვილი და ალექსანდრე კახიანი დაგეხმარებიან, რომლებმაც პირველკლასელებისთვის სახალისო ვიდეოგაკვეთილები უნიკალური წიგნი-რვეულის, „პირველკლასელთა აკადემიის“ მიხედვით, ერთად ჩაწერეს.
„სკოლამდელებისა“ და „ეტალონის“ დამფუძნებელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა, „პირველკლასელთა აკადემია“ მაშინ შექმნა, როდესაც პატარა ალექსანდრე პირველ კლასში იყო და კოვიდპანდემიის გამო სკოლაში სიარულს ვერ ახერხებდა.
„მხიარულად, თამაშ-თამაშით სწავლობენ ბავშვები სიტყვების შედგენას. ლოგიკურ აზროვნებასაც რომ მივაჩვიოთ ბავშვი, თანმიმდევრობით მიჰყევით სიტყვების გამოყვანას“, - ამბობს გოჩა ტყეშელაშვილი, რომლის მიერ გამოშვებული წიგნი სკოლაში შესვლის წინ ყველა ბავშვისთვის გონების საუკეთესო სავარჯიშოა.
სოფელში დადის, რქებიც აქვს, კუდიც და ბეწვიც - რა არის? - პატარა ალექსანდრეს მიერ მოფიქრებული ამ გამოცანის პასუხი შეგიძლიათ აქ მოცემულ ვიდეოგაკვეთილში მოისმინოთ.
ვიდეოგაკვეთილი N12
იხილეთ ასევე:
„გამოცანები და ცეკვები“ - როგორ ვასწავლოთ ბავშვებს წერა-კითხვა და ანგარიში მხიარული მეთოდებით