შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნათელა გოგოტიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან, ფრიდონ დავითაძესთან ერთად, მუნიციპალური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მენეჯერებს შეხვდა, სადაც განიხილეს სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებული საკითხები.
„შეხვედრაზე იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის ეფექტურად მართვის შესახებ, ისაუბრეს აღსაზრდელებისთვის ჯანსაღი ფიზიკური გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე.
აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში მოქმედ სააღმზრდელო დაწესებულებებში ახალი სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 18 სექტემბერს განახლდება“, - ნათქვამია ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 23 საჯარო საბავშვო ბაღია.
იხილეთ ასევე:
სად როდის იწყება საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი - მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი