„07 სექტემბერს, 11:00 საათზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა- ბაღებში მოეწყობა „ღია კარის დღე“, - ამ ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულება ავრცელებს.
დაწესებულება მშობლებს სთხოვს, სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, პატარები იმ საბავშვო ბაღებში მიიყვანონ, სადაც დაარეგისტრირეს.
„მობრძანდეთ და მოიყვანოთ თქვენი შვილები, რათა ადვილად შეეგუონ საბავშვო ბაგა- ბაღის გარემოს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დაათვალიეროთ ბაღი, სათამაშო სივრცეები, სააღმზრდელო ჯგუფები, სამზარეულო, სველი წერტილები, მუსიკალური დარბაზი, ასევე გაეცნობით ჩვენს გულისხმიერ პერსონალს!
გთხოვთ მობრძანდეთ!“, - წერს სააღმზრდელო დაწესებულება.
ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 28 საჯარო საბავშვო ბაღია.
იხილეთ ასევე:
ახალი სააღმზრდელო წელი 11 სექტემბერს დაიწყება - მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება
როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღის დღის განრიგი - სტანდარტის 6 ინდიკატორი