დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო სიმღერები და ლექსები - „შეგიძლიათ გამოტოვოთ გარკვეული სიტყვები, რათა ბავშვმა თავად შეავსოს“
04.09.2023

მსოფლიოს ბევრ კულტურაში არსებობს უამრავი მარტივი ტიპის სიმღერა ჩვილი ბავშვებისათვის. ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე შეუძლიათ ყურადღების მიქცევა მარტივი და განმეორებადი სტრუქტურის სიმღერებისა და საბავშვო ლექსებისადმი. ეს ბავშვებს ასწავლის საუბრის, რიტმის შეგრძნებას და აჩვევს მათ განმეორებად სიტყვებსა და ხმებს.

ბავშვის შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ გამოტოვოთ გარკვეული სიტყვები ლექსებსა თუ სიმღერებში, რათა ბავშვმა თავად შეავსოს ეს გამოტოვებული სიტყვები. ასევე კარგია, თუ ბავშვი გეყოლებათ ახლოს ან მუხლზე დასმულს ახტუნავებთ თქვენი სიმღერის რიტმის აყოლებით.

ასევე, კარგია სიმღერებთან ერთად თითების და სხვადასხვა მოქმედებების გამოყენება, ვინაიდან ამ დროს ბავშვი მათზე ახდენს ფოკუსირებას. შეგიძლიათ, გამოიყენოთ მოხატული თითები და თითებზე წამოსაცმელი თოჯინა-მარიონეტები, რომლებიც მარტივად დასამზადებელია ქაღალდის ფურცლების გამოყენებით.

სტატია მომზადებულია ლინდა ბაქსტერის პუბლიკაციის მიხედვით - „თამაშის როლი და მნიშვნელობა“, რომელიც ქართულად თარგმნა გიორგი პირველაშვილმა.

იხილეთ ასევე:

სად როდის იწყება საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი - მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი

სკოლამდელი დაწესებულების 9 რეკომენდაცია - „ამგვარად აღმზრდელებსაც დაეხმარებით“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი