დღის თემა
etaloni.ge
სად როდის იწყება საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი - მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი
04.09.2023

კერძო საბავშვო ბაღების ნაწილში ახალი, 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წელი დღეს, 4 სექტემბერს დაიწყო, ნაწილში მომდევნო ორშაბათს, 11 სექტემბერს იწყება, ზოგან - 12 სექტემბერს, ზოგან კი - 18 სექტემბერს.

რაც შეეხება საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღს მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ.

skolamdelebi.ge შეეცდება, ყველა მუნიციპალიტეტის მონაცემები მოგაწოდოთ საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყების შესახებ.

11 სექტემბერს მუშაობას განაახლებენ ახალციხისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლამდელი დაწესებულებები.

12 სექტემბერს სააღმზრდელო პროცესი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში დაიწყება.

15 სექტემბერს ახალი საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები გორის, კასპის, ფოთის, დუშეთის, ყაზბეგის და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ამოქმედდება.

თბილისის საჯარო ბაღებში სწავლა 18 სექტემბერს დაიწყება.

18 სექტემბერს სასწავლო სააღმზრდელო წელი დაიწყება ასევე:

ბათუმის, ხელვაჩაურის, გურჯაანის, ყვარლის, რუსთავის, ბორჯომის, ხაშურის, ქარელის, ქუთაისის, ბაღდათის, ხარაგაულის, საჩხერის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, სამტრედიის, მესტიის, თელავის, ქობულეთის, შუახევის, ქედის, ჭიათურის, წალკის, ხობის, მესტიის, სენაკის, მარტვილის, დედოფლისწყაროს, ამბროლაურის, დმანისის, ზესტაფონის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მდებარე საბავშვო ბაღებში.

25 სექტემბერს საბავშვო ბაღების კარი პატარებისთვის ხონის მუნიციპალიტეტში გაიღება. 

ინფორმაცია განახლებადია.

იხილეთ ასევე:

ვის რა დოზით ექნება აღმზრდელების პირად ინფორმაციაზე წვდომა - სკოლამდელი დაწესებულებების მართვის ახალი წესი ძალაში შევიდა

სკოლამდელი დაწესებულების 9 რეკომენდაცია - „ამგვარად აღმზრდელებსაც დაეხმარებით“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი