თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უწყება ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილს ბოდიშს უხდის, რადგან მათ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დროს პრობლემები შეექმნათ.
„დღეს, ორ სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისების სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა.
პრობლემაზე მუშაობა მყისიერად დაიწყო. ხარვეზი დღის ბოლოს სრულად იქნება აღმოფხვრილი და ბარათების მფლობელები მგზავრობისას მათ გამოყენებას ჩვეულებრივ შეძლებენ.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი პრობლემისთვის!“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღის შენობასა და ეზოში აკრძალულია რელიგიური სიმბოლიკის გამოფენა - სტანდარტი