განათლების სამინისტროს გააჩნია ყველა მონაცემის დამუშავებაზე წვდომის უფლება, მართვის სისტემას − ყველა მონაცემის დამუშავება, სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს − ყველა მონაცემის დამუშავება. სსიპ − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს − დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელისა და სხვა პერსონალის შესახებ არსებული მონაცემების დამუშავება, დაწესებულებას/საჯარო დაწესებულებას − მხოლოდ მისი მონაცემების დამუშავება, მუნიციპალიტეტს − მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე, მის მიერ დაფუძნებული საჯარო დაწესებულების შესახებ მონაცემების დამუშავება; სააგენტოს − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, მის მართვაში არსებული საჯარო დაწესებულებების შესახებ მონაცემების დამუშავება.
რაც შეეხება იმ მონაცემებს, რომელიც აღნიშნულ სისტემაში შეინახება, ეს გახლავთ დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელისა და სხვა პერსონალის სამუშაო პოზიცია, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, განათლება, ინფორმაცია აკადემიური ხარისხის შესახებ, კვალიფიკაცია, სტაჟი, აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლის/წარმატებით გავლის თაობაზე.
სისტემაში დაცული იქნება ასევე შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხული ბავშვებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების შესახებ შესატანი ინფორმაცია/ მონაცემი.
სისტემა საქმიანობის განხორციელების ადგილის მიხედვით პროგრამაზე ჩარიცხული ბავშვების შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს/დოკუმენტაციას:
ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა;
ბ) მისამართი (რეგისტრაციის/ფაქტობრივი);
გ) ბავშვის ჩარიცხვის/ამორიცხვის შესახებ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ასაკობრივი ჯგუფი, რომელშიც ირიცხება ბავშვი;
ე) ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი;
ვ) ბავშვის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა (არსებობის შემთხვევაში).
სისტემაში ასახული მონაცემები ინახება აღნიშნული პირების აქტიური სტატუსის განმავლობაში. აქტიური სტატუსის შეწყვეტისას მონაცემები ელექტრონულად არქივდება და ინახება 10 წლის განმავლობაში. დაარქივებული მონაცემები ხელმისაწვდომი აღარ არის სისტემის მომხმარებლებისათვის. დაარქივებულ მონაცემებზე წვდომა ექნება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირს/პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 10-წლიანი ვადის გასვლის შემდგომ მონაცემები წაიშლება.
მართვის სისტემა ვალდებულია, არაუგვიანეს 2026 წლის პირველი მარტისა, უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული სისტემის შექმნა და გამართული ფუნქციონირება.
ბრძანების ლინკი იხილეთ აქ მითითებულ ბმულზე - ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესი
იხილეთ ასევე:
რა დრო უნდა დაეთმოს საბავშვო ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამას - ჩანაწერი დოკუმენტში
პარლამენტმა საბავშვო ბაღებში ადამიანური რესურსების გავლენაზე იმსჯელა - „წლის ბოლომდე მივიღებთ კონკრეტულ ანგარიშებს რეკომენდაციებით“