დღის თემა
etaloni.ge
„ახლი სასწავლო წლიდან ბაღებში დაიგეგმა სპეციალური ოპერატიული პროცედურების განხორციელება“ - 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლის გეგმების განხილვა დაიწყო
01.09.2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ინფორმაციით, მათ საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლის გეგმები განიხილეს.

უწყების ცნობთ, ახლი სასწავლო წლიდან ბაღებში დაიგეგმა სპეციალური ოპერატიული პროცედურების განხორციელება სანიტარულ-ჰიგიენური მიმართულებით, შემუშავდება ახალი კვების რაციონი სეზონის შესაბამისად, თავისი კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი მექანიზმით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ მოთხოვნებთან შესაბამისად.

მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ბაღებისთვის შემუშავდა დღის განრიგი და საგანმანათლებლო პროცესი დაიგეგმა კურიკულუმით განსაზღვრული პერიოდულობით და ხანგრძლივობით.

ასევე, განიხილეს: სტრატეგიული დაგეგმარების სამოქმედო გეგმა, მისი მონიტორინგი და შეფასების მექანიზმები, რაც დაგეგმვის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობას ითვალისწინებს; შიდა მონიტორინგის გეგმა-გრაფიკები, პერიოდულობა და შემდგომი ანალიზის განხორციელება, რაც თვალისწინებს  სამოქმედო გეგმაში შესრულების ანგარიშის ასახვას.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 28 საჯარო საბავშვო ბაღია.

იხილეთ ასევე:

პატარას ბაღთან შეგუების მეთოდი - „ეს ძალიან ეხმარება ბავშვს ახალ გარემოში“

პარლამენტმა საბავშვო ბაღებში ადამიანური რესურსების გავლენაზე იმსჯელა - „წლის ბოლომდე მივიღებთ კონკრეტულ ანგარიშებს რეკომენდაციებით“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი