დღის თემა
etaloni.ge
პარლამენტმა საბავშვო ბაღებში ადამიანური რესურსების გავლენაზე იმსჯელა - „წლის ბოლომდე მივიღებთ კონკრეტულ ანგარიშებს რეკომენდაციებით“
01.09.2023

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, დღეს, 1-ელ სექტემბერს, მარნეულში, კომიტეტის გასვლითი სხდომა გამართა, სადაც კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევების ჯგუფების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ აღნიშნა, კომიტეტს დღეისათვის სხვადასხვა მიმართულებით ხუთი თემატური მოკვლევა აქვს ინიცირებული. მათ შორის, ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებებზე.

„მოხდება საბავშვო ბაღებში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების განსაზღვრა“

როგორც კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აღნიშნული უწყება მოკვლევებს ატარებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე.

„ყველა მიმართულებით ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, აღებული ტემპი კარგია და გეგმის მიხედვით მივდივართ. რაც მთავარია, ექსპერტების, საზოგადოების მხრიდან გვაქვს გამოხმაურება და ჩართულობის თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა შედეგი, რასაც მოკვლევის საფუძველზე მივიღებთ, რა თქმა უნდა, შესაბამის ანალიზს დაექვემდებარება და საბოლოო ჯამში, წლის ბოლომდე უკვე მივიღებთ კონკრეტულ ანგარიშებს რეკომენდაციებით. მანამდე გვექნება მოსმენები, რომლებზეც ფართოდ განვიხილავთ იმ შესაძლებლობებს და კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს, რომლებიც ცალკეული მიმართულებებით სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით უნდა გადაიდგას“, - განაცხადა სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის შენობასა და ეზოში აკრძალულია რელიგიური სიმბოლიკის გამოფენა - სტანდარტი

ბაღის აღმზრდელები ნახევარ განაკვეთზე გადაჰყავთ - „530 ლარი გვქონდა ხელფასი და ახლა 250 ლარი გვექნება, როგორ ვიცხოვროთ?“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი