ალექსანდრე კახიანი პირველ კლასში იყო, ბაბუასთან, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორ გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, უნიკალური წიგნი-რვეულის, „პირველკლასელთა აკადემიის“ აკადემიის მიხედვით ვიდეოგაკვეთილები რომ მიჰყავდა.
ბაბუამ, ალექსანდრესთან ერთად, რომელიც სკოლაში სწავლას კოვიდპანდემიის გამო ვერ ახერხებდა, ბევრი აღმოჩენა გააკეთა. პირველ რიგში, თავისი პირველკლასელი შვილიშვილი მოაზროვნე პიროვნებად აღიარა და როგორც თანასწორს, როგორც საქართველოს და მსოფლიოს მომავალს, ისე ესაუბრა.
გოჩა ტყეშელაშვილი უფროსებს მოუწოდებს, თავი დაარწმუნონ, რომ თავიანთი პატარები ძალიან ნიჭიერები არიან და მათთან ერთად ინოვაციური წიგნის, „პირველკლასელთა აკადემიის“ მიხედვით ჩაატარონ გაკვეთილი.
„პირველკლასელთა აკადემიას“, საბავშვო ბაღის კურსდამთავრებულებს, საჩუქრად გადასცემენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტები. ამ პირველკლასელთა გზამკვლევის დახმარებით, პატარებს სკოლაში ადაპტირება აღარ უჭირთ.
ალექსანდრეს „აღმოჩენების“ ამბები, „ეტალონისა“ და „სკოლამდელების“ დამფუძნებელმა, ვიდეოფირზე ასახა. მე-11 ვიდეოგაკვეთილში ყველაზე მხიარული ნაწილი, „გამოცანები და ცეკვები“, გელოდებათ. მანამდე კი შეგიძლიათ, თქვენს პატარებს ასწავლოთ, რამდენი სიტყვა შეიძლება „გამოიყვანოთ“ „ტრაქტორიდან“ და როგორ არ იცვლება ჯამი შესაკრებთა გადანაცვლებით.
ვიდეოგაკვეთილი N11:
იხილეთ ასევე:
ცოდნის გაკვეთილები მხიარულად, ცეკვა-თამაშის თანხლებით - უნიკალური მეთოდები
„ერთი აღმზრდელ-პედაგოგი და თანაშემწე არასაკმარისია, რომ ყველა ბავშვმა ხარისხიანი მხარდაჭერა მიიღოს“