დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის შენობასა და ეზოში აკრძალულია რელიგიური სიმბოლიკის გამოფენა - სტანდარტი
01.09.2023

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა დაწესებულებაში უნდა შექმნან არაძალადობრივი და არადისკრიმინაციული გარემო.

დაწესებულების თანამშრომლებს ევალებათ, დაიცავენ ბავშვის უფლებათა კონვენციით, ბავშვის უფლებათა კოდექსითა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები.

საბავშვო ბაღის თანამშრომლების ვალდებულებაა, შექმნან რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმისგან თავისუფალი გარემო.

ამის შესაბამისად:

► დაწესებულების თანამშრომლებმა უნდა დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტი;

► სკოლამდელ საჯარო დაწესებულების შენობასა და ეზოში არ უნდა იყოს გამოფენილი რელიგიური სიმბოლიკა;

► ღმზრდელ-პედაგოგებმა და აღმზრდელებმა არ უნდა განასხვაონ ბავშვები რელიგიური ნიშნით, არ გამოიყენონ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია რელიგიური ჯგუფების/კონფესიების მისამართით;

► საჯარო დაწესებულების საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროგრამა თავისუფალი უნდა იყოს რელიგიური სწავლებისგან.

იხილეთ ასევე:

რა დრო უნდა დაეთმოს საბავშვო ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამას - ჩანაწერი დოკუმენტში

როგორი უნდა იყოს სკოლამდელი დაწესებულების სტრატეგიული გეგმა - სამი მოთხოვნა და გზა, რომელიც საბავშვო ბაღმა უნდა გაიაროს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი